ექსკლუზივი: ჩინელებს "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადება და სტადიონის ყიდვა სურთ

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით ქუთაისის "ტორპედოში" შესაძლოა ინვესტიცია ჩინელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ.

17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფებოდა. როგორც შევიტყვეთ, ეს ინვესტორთა ჯგუფი იყო, რომელსაც ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურს.

გარდა ამისა, ჩინელ ბიზნესმენებს კლუბში არა მარტო ინვესტიის ჩადება, არამედ სტადიონისა და ბაზის ყიდვა სურთ. ამასთან დაკავშირებით ისინი, სტადიონისა და ბაზის დათვალიერების შემდეგ, ქალაქის მერსაც შეხვდნენ.

როგორც ჩანს, იმერული კლუბი საკმაოდ დიდ ინვესტიციას ელის.

Sportall.ge სხვა დეტალებს და კლუბის კომენტარს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.
მკითხველის კომენტარები / 29 /
გაიგეთ ხალხნო,კითხვა არ იცით? გუნდი არის ჩაჩავას საკუთრება.რისთვის ჩაუდებს ჩაჩავას ჩინელი ფულს მის გუნდში?აქ ლაპარაკია სთადიონსა და ბაზაზე და არა კერძო მესაკუთრე ჩაჩავას გუნდში ფულის ჩადებაზე.სიტიში არაბი მეპატრონეა გუნდის და მიტო დებს ფულს.ჩინელებს მხოლოდ უძრავი ქონება უნდათ.სტადიონი და ბაზა.რატომ ???დაფიქრებულხართ ამაზე? საღორიის ტყე მოეწონათ? მერია გამოფხიზლდი!მე[ატრონე ჩაჩავა არ დებს გუნდში ფულს და ჩინელი ჩადებს? არ მიცეთ სტადიონი და ბაზა ჩინელებს!!!!!
mamulo
20 აპრილი 2018 01:27
4
"მილანს" ტაილანდელები აფინანსებენ ბერლუსკონის მიერ და რა მოხდა ამით? სიტის არაბი შეიხები. და ჩინელებმა თუ ჩადეს დიდი ინვესტიციები,ეს მხოლოდ წაადგება ქართულ ფეხბურთს,კონკურენცია აიწევა ბაზარზე,ამას ვერ ხვდებით? უფულოდ არაფერი კეთდება და სწორი მენეჯმენტით!
megrel13
19 აპრილი 2018 21:22
8
ტორპედოს თუ ვინმე ფეხბურთის მოყვარული ინვესტორი გამოუჩნდება მაგას რა ჯობია, ქართველი ისედაც არავინ გამოჩნდა და ჩინელი მაინც იყოს, უბრალოდ მგონია რომ ჩინელები ცდილობენ მთელს მსოფლიოს მოედონ და იყიდონ ყველაფერი რასაც გაწვდებიან, ეს არის მათი მომავლისთვის ჩადებული ინვესტიცია.
Lagashi
19 აპრილი 2018 17:17
2
სპარსელები,ბიზანტიელები, არაბები, თურქები, მონღოლები,რუსები... ჩინელი კოლონიზატორებიღა გვაკლდნენ?!
aburjga
19 აპრილი 2018 15:17
16
ქალაქის მერიას! არ გაბედოთ სტადიონისა და ბაზის გაყიდვა.
მაგათ უძრავი ქონების ყიდვა უფრო აინტერესებთ ვიდრე თვითონ გუნდის.ან კი გუნდს როგორ იყიდიან, ჩაჩვს საკუთრებაა. ჯერ რაც ზაალმა გაჭამათ ის მოინელეთ.სადაა ტორბედოს აკადემია გახსნილი 2 წელი გავიდა უკვე.








mamulo
19 აპრილი 2018 15:04
15
მერიაში შეხვედრა რა შუაშია, გუნდი შარშან გაიყიდა და ჰყავს პატრონი და იმ პატრონს უნდა თუ არა გაყიდვა არ ეკითხებიან? ისე, ნეტა ყველა გუნდი იყიდოს ძლიერმა ფირმებმა მაშინ ეშველება ფეხბურთს.
თამაზი
19 აპრილი 2018 21:22
1
ქართველმა იყიდოს, არა ვართ წინაამღდეგი.ვინც არ უნდა იყიდოს , უნდა იყოს დიდი ფულის პატრონი,რომ კარგი გუნდის გაკეთება შეძლოს.
თენგიზი
19 აპრილი 2018 17:07
1
გავასავსავოთ ხელები და ფეხები და არ მოვუშვათ ეს ჩინელები, არაბები და გადამთიელები ჩვენს სასიქადულო და შედეგებით დახუნძლულ ფეხბურთში.მთავარია ჩვენი ფეხბურთი ჩვენადვე გვეყუდნეს და შედეგების დედაც ვატირე
მახო
20 აპრილი 2018 10:59
4
როგორც, "სითი-პარკ"-ში არა? იცი სად ცხოვრობ, ასევე?
ასევეს!
23 აპრილი 2018 06:19
0
ნებისმიერი ხელშეკრულება, ქართველი ფუნქციონერის კეთილდღეობის გარეშე არ იდება, ჩინელები უეშმაკესი ხალხია, დებილები არ არიან. ქართველმა რომ დააფინანსოს, რა ნაყაჩაღარი ფული ცოტა აქვთ? ქართველმა, ივანიშვილმა, ჩაუდო ვაჟკაცებს ინვესტიცია რაგბიში, შედეგიც სახეზეა. ამ ქვეშეფსიებს ფული, როგორ უნდა ჩაუდონ, ფეხბურთის პედერაციას, უი ბოდიში ფედერაციას, გადახედეთ, თავისი ფეხბურთელებით, რა დონემდე მიიყვანეს, თითოეული ქართველისთვის სათაყვანებელი სპორტი.
სიმართლე.
23 აპრილი 2018 06:00
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული