ეროვნული ლიგა. IX ტური: საჩხერის "ჩიხურა" ლიდერებს გაუთანაბრდა

AutoSharing Option
პირველ მაისს ეროვნული ლიგის IX ტური ბოლნისის "სიონისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩით გაიხსნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბოლნისელებმა საჩხერელებს უმასპინძლეს და ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ გიორგი გაბედავას პასის შემდეგ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში თავად გაბედავამ პენალტის შესრულების შემდეგ დააფიქსირა. ეს გაბედავასთვის ეროვნულ ლიგაში რიგით მე-6 გოლია, რითაც ის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

ამ გამარჯვებით "ჩიხურა" თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოსთან" ერთად ცხრილის სათავეში მოექცა.

"სიონისთვის" კი ეს ზედიზედ მესამე მარცხია ჩემპიონატში.

თბილისი. მიხეილ მესხი 2.
სიონი-ჩიხურა 0:2
გოლი: 0:1 ირაკლი ბუღრიძე (11), 0:2 გიორგი გაბედავა (პენ. 41)

სიონი. 4-2-3-1: მიხეილ მუჯრიშვილი (კ), გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ლევან ხმალაძე, გიორგი ბერიაშვილი (ჯაბა დვალი 63), ლაშა მანაგაძე (ჯაბა უგულავა 46), ცოტნე სამუშია (გიორგი გაფრინდაშვილი 56), ზვიად სიხარულია, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე (გიორგი ბუხაიძე 76), ირაკლი ბუღრიძე (კახა კახაბრიშვილი 66), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, დენის დობროვოლსკი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული