სრული დატვირთვით ვარჯიში დავიწყე - როდის შეძლებს თამაშს ლუკა ლოჩოშვილი?

AutoSharing Option
როდის შეეძლება ლუკა ლოჩოშვილს "დინამო თბილისის" დახმარება? ახალგაზრდა მცველი დედაქალაქურ გუნდში დაბრუნების შემდეგ შემადგენლობაში არ გამოჩენილა.

ლუკას ტრავმა აწუხებდა. Sportall.ge მისი მდგომარეობით დაინტერესდა და კომენტარი სთხოვა.

"უკვე კარგად ვარ და რამდენიმე დღეა სრული დატვირთვით ვარჯიში დავიწყე. როდის შევძლებ თამაშს, ეს უკვე ჩემს სათამაშო ფორმასა და მწვრთნელზეა დამოკიდებული.

ამჟამად დამატებით ვმუშაობ ფიზმომზადების მწვრთნელთან, რათა მალე აღვიდგინო სათამაშო ფორმა. რა თქმა უნდა, იდეალურ კონდიციებში არ ვარ, რადგან დიდი ხანი გამიცდა".

ლოჩოშვილს "დინამო თბილისის" ასპარეზობაზეც დავეკითხეთ, თუ როგორ შეაფასებდა ის გუნდის თამაშს და
ასევე ვკითხეთ, ეხმიანებიან თუ არა მას კიევის "დინამოდან".

"დინამოს" თამაშს საკმაოდ კარგად შევაფასებდი. იყო რამდენიმე უიღბლობა, მაგალითად, "საბურთალოსთან", სადაც გუნდი წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა.

საერთო ჯამში, გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებდი და ამაზე სატურნირო ცხრილიც მეტყველებს.

რაც შეეხება კიევის "დინამოს", უბრალოდ მომიკითხეს, რა ვითარებაში ვიყავი ჯანმრთელობის მხრივ. სხვა საუბარი არ ყოფილა", - აღნიშნა ლოჩოშვილმა.

▶ "ვიფიქრე, ნაცნობ გუნდში დაბრუნებით შეიძლება ყველაფერი დალაგდეს-მეთქი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული