გორის "დილა": მატჩის კომენტატორმა მიკოლა კოვტალიუკს იმიჯი შეულახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილამ" ოფიციალურ Facebook-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "დილა"-"დინამოს" მატჩის კომენტატორის მიერ მათი გუნდის ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი დისკრედიტირებულ იქნა.

"სკ გორის "დილა" მიიჩნევს, რომ "დილა"-"დინამო" მატჩის კომენტატორის მიერ იქნა დისკრედიტირებული გორის "დილას" ფეხბურთელი მიკოლა კოვტალიუკი და შელახულ იქნა ფეხბურთელის იმიჯი.

მისი ფრაზა ფეხბურთელის მიმართ - "ვერ შეაგნებინა მარტივი ჭეშმარიტება", იმის გათვალისწინებით, რომ თავადვე აღნიშნა, რომ ვერ დაინახა ეპიზოდი კარგად, - არის შეურაცხმყოფელი...

იმედს ვიტოვებთ, რომ შემდგომში მსგავსი განცხადებებისგან, მატჩის ტრანსლაციის მიმართ დიდი ინტერესიდან და მრავალრიცხოვანი აუდიტორიიდან გამომდინარე, თავს შეიკავებენ
კომენტატორები და მიუკერძოებლად წაიყვანენ პირდაპირ რეპორტაჟს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეხვედრას კომენტატორი ირაკლი იმედაძე უძღვებოდა.

▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
კომენტატორი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ესენი უფრო დინამოს ფანები არიან
7
რა, არ აქვს უფლება კომენტატორს კაცური და ქურდულთან მიახლოებული რო იბაზროს ?! DDDD
korben dallas
16:18 03-05-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული