ლიდერმა "საბურთალომ" უპრობლემოდ მოუგო "სიონს". გია ჭიაბრიშვილის გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და კოხრეიძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმიც თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და "საბურთალომ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
სიონი - საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 გიორგი კოხრეიძე (33), 0:2 გიორგი კოხრეიძე (39)
სიონი (4-2-3-1): მიხეილ მუჯრიშვილი, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ვაჟა ქიქავა, ლევან ხმალაძე, ჯაბა დვალი (კ), გიორგი მიქაბერიძე (ჯაბა უგულავა 83), გიორგი ჭეიშვილი
მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
საბურთალო (4-3-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი (ლუკა ლაკვეხელიანი 60) , გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ელვინ ტერა (სანდრო ალთუნაშვილი 78), ბექა გვარაძე, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში (გურამ გოშთელიანი 60), გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი