ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
  • ილია მიხაილოვის (კოლხეთი) გამოყენებული სურათი არ ასახავს ამჟამინდელ საკლუბო ფოტოს.


Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

Sportall.Ge

დემეტრე ბულისკერია (დინამო) - თბილისელთა მეკარე საკმაოდ აქტიური იყო, რამდენიმე შემთხვევაში გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი და რუსთაველთა შემტევებს არაფერს უთმობდა.

გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო) - "საბურთალოს" ერთ-ერთი წარმატების მიზეზი გიორგი რეხვიაშვილია. გუნდში წელს გადაბარგებული რეხვიაშვილი საკმაოდ ნაყოფიერია და მისი გარჯა არცერთ მატჩში დაუფასებელი არ რჩება. გიორგიმ, გარდა მშვენიერი დაცვისა, საგოლე გადაცემაც შემოგვთავაზა.

ლაშა გოგონაია (კოლხეთი) - ფოთელთა კაპიტანმა გოლი კი
გაიტანა, მაგრამ უფრო მეტი სარგებელი თავის პოზიციაზე ჰქონდა. ვლადიმირ პანამარიოვმა 23-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და გოგონაია თითქმის ორი ფეხბურთელის ფუნქციებს ასრულებდა. მისი დამსახურებაა, რომ საჩხერელებმა ამ შეხვედრაში მოგება ვერ შეძლეს.

რომან ჩაჩუა (სამტრედია) - ახალგაზრდა მცველი იმერული გუნდის შემადგენლობაში ამ სეზონში გამორჩეულია. საბოლოოდ, ალბათ, ჩაჩუას ტრანსფერი გამოდგა კლუბისთვის ყველაზე ეფექტური. ჩაჩუა "ლოკომოტივთანაც" ძალიან კარგი იყო და მარჯვენა ფლანგი სრულ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი.

მერაბ გიგაური (ტორპედო) - მერაბს ძალიან გაუჭირდა სეზონის დასაწყისში საყრდენ ზონაში სტაბილურად ასპარეზობა, თუმცა "დილასთან" მატჩში გუნდში საუკეთესო იყო. თუნდაც ამ კლუბების წინა შეხვედრა ავიღოთ, როცა ამოს ნონდისთან ვერაფერი გააწყო, თუმცა ამ შემთხვევაში ისიფუ ლემპტს ნამდვილად აჯობა და საკმაოდ მრისხანედაც უტევდა.

თორნიკე გორგიაშვილი (საბურთალო) - გორგიაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, ცენტრალურ ნახევარდაცვაში თავისი პოზიციის ბატონ-პატრონიც იყო და სახიფათოდაც უტევდა. ერთ მის ასეთ აქტიურობას გიორგი კოხრეიძის გოლი მოჰყვა.

ალვინ ფორტესი (დილა) - მფრინავი ჰოლანდიელი რომ გვყავს ეროვნულ ლიგაში, არახალია. თითქმის არცერთ შეხვედრას შედეგის გარეშე არ ტოვებს. მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაგროვდა. ამ შეხვედრაში მისი საგოლე გადაცემით ლეანდრო რიბეირომ გაიტანა.

აკაკი შულაია (დინამო) - "რუსთავთან" შეხვედრაში შულაია საუკეთესო იყო, შეხვედრას აქტიურ სათამაშო ტემპს სძენდა. 21 წლის შემტევმა ლევან ხარაბაძეს გადაცემა დაუფასა და ამ დაპირისპირებაში გოლიც გაიტანა.

ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა) - იმის მიუხედავად, რომ "ჩიხურას" დადებითად ვერ ჩავუთვლით "კოლხეთთან" ჩატარებულ მატჩს, ირაკლი ბუღრიძე ნამდვილად იმსახურებს, რომ კვირის სიმბოლურ ნაკრებში იყოს, რადგან თუ საჩხერელები მომენტებს ქმნიდნენ, მათი უმრავლესობა ბუღრიძეზე მოდის და მისი აქტიურობის შედეგია მოპოვებული ფრეც.

გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) - 19 წლის თავდამსხმელმა "სიონთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საკუთარ კლუბს მორიგი გამარჯვება მოუტანა. თუ მატჩის ჩანაწერს მიადევნებთ თვალს, აღმოაჩენთ, რომ კომენტატორი ყველაზე ხშირად კოხრეიძის გვარს ამბობდა, რადგან ის მთელი მატჩის განმავლობაში იქ იმყოფებოდა, სადაც ბურთი იყო.

ილია მიხაილოვი (კოლხეთი) - გოლი და საგოლე გადაცემა - ეს არის უკრაინელი ფორვარდის მონაგარი. პირველად არ ხდება, რომ მიხაილოვი გამორჩეულია. მან რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა შედეგიანად და ამჯერადაც 10 კაცის მიერ მოპოვებული ფრე მისი გამორჩეული თამაშის დამსახურებაა.

ტურის საუკეთესო მწვრთნელი - ნუგზარ თვარაძე - რაც ნუგზარ თვარაძე ჩაუდგა გუნდს სათავეში, გუნდი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს. უკვე რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც დააფიქსირეს და არცერთ გუნდს აღარ ჩამოუვარდებიან ბრძოლისუნარიანობაში.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული