" კიდევ ერთი სამარცხვინო მსაჯის სამარცხვინო მსაჯობა
გოგა კიკაჩეიშვილი - სამარცხვინო მსაჯი, რომელიც ხელს უშლის ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას. მან მეთერთმეტე ტურის მატჩი "სიონსა" და "სამტრედიას" შორის განსაჯა, რომელიც უხეში შეცდომებით და უსირცხვილო გადაწყვეტილებებით იყო სავსე.
გოგა კიკაჩეიშვილი არის მსაჯი, რომელიც ხშირად უშვებს უხეშ შეცდომებს. მან არა ერთი შეცდომა დაუშვა "სიონის" წინააღმდეგ, რომელმაც გავლენა იქონია მატჩის ბედზე.
ბოლნისის "სიონი" კიდევ ერთხელ დაზარალდა სამარცხვინო
მას შემდეგ, რაც საჩხერის "ჩიხურასთან" პაპუნა მაჭარაძის მიერ დაშვებული იყო უხეში შეცდომები, რომელიც ყველა სპორტულმა მედიამ აღიარა, ბოლნისის "სიონის" მატჩებში შეცდომები კვლავ გრძელდება.
ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელები მარტო თერთმეტი ფეხბურთელის წინააღმდეგ კი არ იბრძვიან, არამედ მთელი მსაჯთა ბრიგადის. დღევანდელ შეხვედრაში ყველა სადაო ეპიზოდი "სამტრედიის" სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდში, "სამტრედიის" კარში დარტყმული ბურთი მცველმა ხელით მოიგერია. კიკაჩეიშვილმა კი, 11-მეტრიანი არ დანიშნა. დღეს, კიკაჩეიშვილი ყველანაირად შეეცადა ბოლნისის "სიონს" არ მოეგო.
ასეთი მსაჯობა მოტივაციას უკლავს ფეხბურთელებს, ნდობას უკარგავს იმ მცირედ გულშემატკივარსაც კი, ვინც დადის სტადიონზე და გული შესტკივა ქართულ ფეხბურთზე. ვიმედოვნებთ, მსაჯთა კორპუსი და ფეხბურთის ფედერაცია მოახდენს სწორ რეაგირებას."