ეროვნული ლიგა. XII ტური: "დილამ" გორში ლიდერ "საბურთალოს" სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "დილამ" გორში "საბურთალო" 4:1 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. გოლები გორელთაგან მიკოლა კოვტალიუკმა და ლეანდრო რიბეირომ (3) გაიტანეს, ამ უკანასკნელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა, ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი კი გურამ გოშთელიანია.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - საბურთალო 4:1
გოლები: 1:0 მიკოლა კოვტალიუკი (33), 2:0 ლეანდრო რიბეირო (51), 3:0 ლეანდრო რიბეირო (78), 3:1 გურამ გოშთელიანი (87), 4:1 ლეანდრო რიბეირო (90+3)

დილა (4-2-3-1): გიორგი ბეგაშვილი, ლუკა რაზმაძე (იმედა აშორტია 87), ნოდარ ქავთარაძე (ისიფუ ლემპტი
73), დავით რაჟამაშვილი (ალვინ ფორტესი 63), ლევან ნონიკაშვილი, გიორგი კორიფაძე, ზაურ კერელეიშვილი, მიკოლა კოვტალიუკი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

საბურთალო (4-3-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (ლუკა ლაკვეხელიანი 53), გიორგი კოხრეიძე, ელვინ ტერა (დიმიტრი ტატანაშვილი 61), ბექა გვარაძე (გურამ გოშთელიანი 66), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 5 /
დილამ კარგად ითამაშა, წარმატებები. მაგრამ აი ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს და სპორტულ გამოცემებს რა ეშველებათ? ამ თამაშზე გადაღებულ სურათს ვერ შოულობთ? ფოტოგრაფები დაილია გორში რომ გადააღებინოთ სურათი და ინტერნეტით გამოგიგზავნონ? ამას გარდა, პირდაპირი ეთერი ტრანსლაცია ჩაიშალა ინტერნეტზე, არაპროფესიონალების ჯოგი ტელევიზიაში თუ ჟურნალისტიკაში!
ლუკა
01:58 21-05-2018
2
გორი ჩემპიონი გახდება კველაზე დლიერი უცხოელი ფეხბუტელები კავს და კარგი გუნდია
რამაზი
00:40 21-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული