ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი

AutoSharing Option
24 მაისს ეროვნული ლიგის XIII ტური დაიწყება.

დღეს ტურის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება - თბილისის "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "რუსთავს" უმასპინძლებს. შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

დისკვალიფიკაციის გამო "რუსთავს" ორი მოთამაშე - მამუკა კობახიძე და ოთარ მარცვალაძე დააკლდებიან. გარდა ამისა, გუნდი 4-მა ოსმა ფეხბურთელმა დატოვა: ტარას ცარიკაევმა, ბათრაზ ხადარცევმა, გეორგი გაბულოვმა და ალბერტ ცხოვრებოვმა.

პირველ წრეში "საბურთალომ" "რუსთავი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მაშინ გოლები დიმიტრი ტატანაშვილმა და ვაგნეს გონსალვეშმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ "რუსთავს" 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია
აქვს. გუნდმა ზედიზედ 3 მატჩი წააგო, რასაც მთავარი მწვრთნელის, ვალერი გაზაევის თანამდებობა შეეწირა, თუმცა დადებითი ისაა, რომ დაბრუნდა ვარლამ კილასონია, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. "საბურთალოსთან" მატჩი მისთვის ერთგვარი დებიუტი იქნება "რუსთავის" ხელმძღვანელობით ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში.

ზედიზედ 3 მოგების შემდეგ "საბურთალო" გორის "დილასთან" ანგარიშით 1:4 დამარცხდა, თუმცა ამას თბილისელთა სატურნირო მდგომარეობაზე არ უმოქმედია და ისინი კვლავ ლიდერობენ ეროვნულ ლიგას.

სხვა მატჩები:

25 მაისი
სიონი-დილა 17:00 (მესხი 2)
ტორპედო-დინამო (რამაზ შენგელია)

26 მაისი

ჩიხურა-ლოკომოტივი 17:00 (ცენტრალური)
კოლხეთი-სამტრედია 19:30 (დავით აბაშიძე)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული