ვის დაიმატებს "დინამო"? - დედაქალაქურ გუნდში ესპანელი ფეხბურთელები ჩამოდიან

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და საინტერესოა რას აპირებენ ქართული გუნდები და რა გეგმები აქვთ კლუბების გასაძლიერებლად.

Sportall.ge შეეცედა გაერკვია თუ რა გეგმები აქვს "დინამო თბილისს" და გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაუკავშირდა.

"29-30-ში ველოდებით ესპანეთიდან რამდენიმე ფეხბურთელს. 3 ივნისს გვაქვს ამხანაგური თამაში, შევხედავთ ამ მოთამაშეებს, დავაკვირდებით და შემდეგ გადავწყვეტთ დარჩებიან თუ არა ჩვენთან.

ესენი არიან თავდამსხმელები, ნახევარმცველები და ცენტრალური მცველები. ეს ფეხბურთელები არიან განათხოვრებული სხვადასხვა გუნდში და რომლებიც მოგვეწონება, დავიტოვებთ".

კაჭარავას ასევე ვკითთხეთ,
თუ მიდის საუბარი ქართველი ფეხბურთელების დამატებაზე და აპირებს თუ არა კლუბი დაუკავშირდეს ბუბა დაუშვილს, რომელიც "სამტრედიადან" წამოვიდა.

"საქართველოში ძნელად მოსაძებნია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც "დინამო თბილისს" გამოადგებიან და გააძლიერებენ. არის რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც ვფიქრობთ, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი გვაქვს.

რაც შეეხება ბუბა დაუშვილს, ის მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენს მის პოზიციაზე გაძლიერება არ გვჭირდება:", - აღნიშნა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გაურკვეველია, რას ბოდიალობთ. დინამო თუ ვინმე უცხოელს დაიმატებს, შეიძლება ერთი ან ორი მატჩით მეტი ითამაშოს, ღირს კიი? ჩვენები ავღზარდოთ, ჩვენებით გავაძლიეროთ, რომ ღირდეს, მართლა ძლიერის დამატება. გუნდი გუნდს უნდა გავდეს. ღირსეული მეტოქე უნდა იყვეს ყველასთვის. ქართულ ფეხბურთს, ასეთი მაიმუნობა არ შეშვენის. ვინ მოგივათ დღევანდელ დინამოში, ძლიერი, სათამაშოდ. წყალწაღებულები ისედაც ბევრნი გვყავს.
პენსიონერი.
13:46 27-05-2018
1
გარსიას დინამო იყო ყველაზე ნორმალური რა.

ისე ჩისკოს დონის გვინდა 5-6 ფეხბურთელი.
0

სიახლეები პოპულარული