ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?

AutoSharing Option
12 ივნისს უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ტურის კენჭისყრაა ჩანიშნული. ამ სეზონში საქართველოს ღირსებას ევროპა ლიგაზე სამი კლუბი იცავს: თბილისის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია".

ჩვენ უკვე ვწერდით "სამტრედიაზე" და კლუბში არსებულ ვითარებაზე, თუმცა რა ხდება საჩხერეში და რამდენად არის მზად კლუბი მომავალი ევროთასებისთვის?

alt"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...


ისევე, როგორც სხვა ბევრ კლუბში, დიდი სატრანსფერო კარუსელი დატრიალდა საჩხერეშიც და ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, მაგრამ დღევანდელი "ჩიხურა" შედარებით უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე წინა სეზონში იყო. თუმცა ეს არ
ნიშნავს, რომ ევროთასებისთვის მზად არის.

გუნდს კარში ბოსნიელი დინო ჰამზიჩი ჰყავს, რომელიც არ არის იდეალური, თუმცა არც ცუდი ეთქმის. იმერლებს პერსპექტივაში უკეთესი ვარიანტიც არ აქვთ. თუმცა ბოსნიელისგან ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გვახსოვს: წელს რომ "ჩიხურა" ევროთასებზეა, თასის ფინალში მისი ყოჩაღობის შედეგია.

altდინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...

altდინო ჰამზიჩმა მოიგერია და... საჩხერის "ჩიხურა" საქართველოს თასის მფლობელია! [VIDEO]


"ჩიხურა" კიდევ ერთ კომპონენტშია გამორჩეული - ეს სტაბილური დაცვის ხაზია, რომელიც წლებია გუნდში თამაშობს და ამ სეზონშიც ეროვნულ ლიგაში გამორჩეულები არიან: შოთა კაშია, ლაშა ჩიკვაიძე და ლევან კაკუბავა. ამავდროულად, ბაქარ მირცხულავასაც მშვენიერი სეზონი აქვს და ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

აი, გუნდის ნახევარდაცვა სასწრაფოდ შესავსებია და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოჩანს. უნდა ითქვას, რომ ამ კომპონენტში ისინი აუცილებლად დაიჩაგრებიან და ეროვნულ ლიგაში მოგებულ შეხვედრებშიც კი, ხშირად ამ პოზიციის ბატონ-პატრონი მეტოქე იყო. კარგი იქნება, თუ ამ პოზიციაზე ვინმე ლეგიონერს გამონახავენ, ოღონდ ისეთს არა, როგორიც პედრო გუგაა, რომელმაც ვერაფრით ვერ გამოიჩინა თავი.

ნახევარდაცვა ნამდვილად სუსტი წერტილია და კლუბს ძალიან დიდ თავის ტკივილად ექცევა. დღეს რომ ეროვნულ ლიგაში პერიოდულად ფრუიძე ამ პოზიციებზე მცველებს იყენებს და ამით ახერხებს წარმატების მიღწევას, ევროთასებზე ეს ნამდვილად არ გამოუვათ და გუნდები საჩხერელთა ამ მინუსს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ. 

შეტევა საჩხერელებს ერთ-ერთი საუკეთესო ჰყავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუღრიძე-გაბედავას დუეტი. 20 წლის ირაკლი ბუღრიძე გუნდს მხსნელად მოევლინა და 2018 წლის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა. დღეს, ალბათ, ნანობენ ეროვნული ლიგა 2-ის ის კლუბები, როცა მას უარი უთხრეს გუნდში აყვანაზე.

გიორგი გაბედავა კი თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს - 13 შეხვედრაში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

კლუბის მთავარი კოზირი კი სოსო ფრუიძეა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილი მწვრთნელია. მისი მესვეურობით საჩხერელებს "ბურსასპორიც" აუტირებიათ და თვითონაც უტირიათ მძიმე დაპირისპირების შემდეგ "ნეფთჩისთან". თუმცა მან იცის, როგორ მიუდგეს მეტოქეს და რა ტაქტიკით დაუპირისპირდეს.

გვახსოვს წინა წლის კატასტროფული ევროთასები. "ჩიხურა" გამომსვლელთაგან ყველაზე ღირსეულად გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ ავსტრიულ "ალტახთან" საქართველოში 0:1 დამარცხდნენ, ავსტრიაში ბოლომდე იბრძოლეს და 1:1 გააგორეს.

"ჩიხურა" კენჭისყრაზე კვლავ განუთესავი იქნება. მეტოქედ შეიძლება "კოპენჰაგენი" ან "რეინჯერსი" შეხვდეს, თუმცა ლატვიური "ვენტსპილი" ან ლუქსემბურგული "ფოლა" გვირჩევნია.

სავარაუდო მეტოქეები:

"კოპენჰაგენი" (დანია), "მარიბორი" (სლოვენია), თელ-ავივის "მაქაბი" (ისრაელი), "პარტიზანი" (სერბეთი), "მიოლდე" (ნორვეგია), "აპოლონი" (კვიპროსი), მინსკის "დინამო" (ბელორუსი), "ლეხი" (პოლონეთი), ფჰ (ისლანდია), "დუნდალკი" (ირლანდია), "ზალგირისი" (ლიეტუვა), "გაბალა" (აზერბაიჯანი), "ოსიეკი" (ხორვატია), "ნორდსიელენდი" (დანია), "ვარდარი" (მაკედონია), "ტრენჩინი", "სლოვანი" (ორივე - სლოვაკეთი), "ბეითარი" (ისრაელი), "ანორთოსისი" (კვიპროსი), "ვიტორული" (რუმინეთი), "გორნიკი" (პოლონეთი), "აიკი" (შვედეთი), "ნომმე" (ესტონეთი), "ჰაკენი" (შვედეთი), "კეშლა", "ნეფთჩი" (ორივე - აზერბაიჯანი), "სლავია", ცსკა, "ლევსკი" (ყველა ბულგარეთი), "ვენტსპილი" (ლატვია), "რადნიკი", "სპარტაკი" (ორივე - სერბეთი), "შახტიორი" (ბელორუსი), "რეიჯერსი", "ჰიბერიანი" (ორივე - შოტლანდია), "ქაირათი", "ირტიში", "ტობოლი" (ყველა - ყაზახეთი), "ფოლა" (ლუქსემბურგი), "სარპსბორგი" (ნორვეგია), "რაბოტნიკი" (მაკედონია), "სარაევო", "ზელენზნიჩარი" (ორივე - ბოსნია და ჰერცოგოვინა), "დომჟალე" (სლოვენია), "მლადოსტი" (მონტენეგრო).
მკითხველის კომენტარები / 5 /
ევროთასებზე გამოსვლა არა კვახი. ერთი პაესტკა იქნება და პირველივე ტურში ჰაიდა. ოღონდ გული არ დაგწყდეთ, ყველა გუნდს იგივე მოუვა.
ჰაჰა
15:20 08-06-2018
2
მგონია რომ ძლიერ გუნდთან უკეთ ვითამაშებთ საჩხერეს ეხება
2

სიახლეები პოპულარული