"დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი სამი ესპანელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი სამი ესპანელი ფეხბურთელი - ბორის გაროსი, ალექსანდერ კიერემე და კარლეს მასი - სამშობლოში დაბრუნდა.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს დედაქალაქური კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ბუხალიმ მიაწოდა.

მისივე თქმით, არის შანსი იმისა, რომ ამ სამი ფეხბურთელიდან ერთი ან ორი მოთამაშე საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნდეს და სინჯებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელები "დინამოში" მაისის ბოლოს გამოჩნდნენ და მათ ჯერჯერობით კახა კაჭარავას თავი ვერ მოაწონეს.

თუ ვინ არიან ეს ფეხბურთელები, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით.

აქვე გეტყით, რომ "დინამო"
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. თუ ვინ შეხვდება დინამოელებს მეტოქედ 19 ივნისს გახდება ცნობილი.

altვინ არიან "დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი ესპანელი ლეგიონერები?

altრაზე ფიქრობს "დინამო"? - გაძლიერება არც პერსპექტივაში და არც საქმეში არ ჩანს

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოეწონათ ხინკალი და ხაჭაპური ?
rodemdeeeee
11:40 13-06-2018
0
გაუგებარი დინამოს ხელმძღვანელობი "პოლიტიკა", რისთვის ჩამოყავთ უვარგისი და ყველას მიერ დაწუნებული ფეხბურთელები? რომ თქვან დინამოში ესპანელები თამაშობენო?
ალეკო
11:13 13-06-2018
0

სიახლეები პოპულარული