ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლურ ნაკრებს.

ლაზარე კუპატაძე - "დინამოს" დამარცხებაში კუპატაძის დიდი როლი მიუძღვის, რადგან მან საკუთარი კარი გოლისგან ხუთჯერ მაინც იხსნა.

ლუკა ნოზაძე - ბოლისელთა მცველს მშვენიერი შეხვედრა გამოუვიდა, რომელიც "ლოკომოტივთან" შეხვედრაში მეტოქის თავდამსხმელებს მაქსიმალურად უკეტავდა სივრცეებს და ორთაბრძოლებში ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა.

ბაქარ მირცხულავა - "ტორპედოსთან" შეხვედრაში საჩხერელთა უკანა ხაზში მირცხულავა გამოსარჩევი იყო. მან მეტოქის რამდენიმე სახიფათო შეტევა ჩაშალა.

გაგი მარგველაშვილი - გაგის კარგი თამაშის დამსახურებაა, რომ "დინამოს" შეტევების ბოლო ფაზამდე
მიყვანა უჭირდა. მარგველაშვილმა ასევე რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყო, თუმცა თანაგუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს.

ისიფუ ლემპტი - განელ ნახევარმცველს ძალიან დიდი პროგრესი აქვს. გარდა იმისა, რომ ლემპტი კარგი საყრდენი ნახევარმცველია, ის თანაგუნდელებს შეტევაშიც ეხმარება. განელმა ასევე "სამტრედიას" ლამაზი გოლიც გაუტანა.

ლევან ნონიკაშვილი - "დილას" რიგებში ნონიკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელია. ლევანი საკუთარ გუნდს ხშირად ეხმარება გოლებით და შეტევებს განსაკუთრებული ოსტატობით წარმართავს.

ირაკლი ბუღრიძე - ახალგაზრდა ნახევარმცველის კარგმა თამაშმა "ჩიხურას" "ტორპედოსთან" სამი ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ბუღრიძე სტაბილურად კარგად ასპარეზობს. "ტორპედოსთან" მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ ბუღრიძის პასის შემდეგ გავიდა.

ვაგნერ გონსალვეში - საბურთალოელთა ლეგიონერმა "დინამოსთან" შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გონსალვეში შეტევაში ტრადიციულად აქტიური იყო და მეტოქის კართან ბევრ ხიფათს ქმნიდა.

ლეანდრო რიბეირო - ბრაზილიელი თავის სტილს არ ღალატობს. ამჯერად მან სამტრედიელი მცველები "დატანჯა". რიბეირო განუწყვეტლივ ამწვავებდა სიტუაციას. მეორე გოლი კი კოვტალიუკმა სწორედ ბრაზილიელის პასით გაიტანა.

ზვიად სიხარულია - ბოლნისელთა შემტევი გამარჯვების გოლის ავტორი გახდა. სტანდარტული სიტუაციის შემდეგ მისმა სწორმა მოქმედებამ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

გიორგი გაბედავა - ეროვნული ლიგის ბომბარდირი შედეგიან სერიას აგრძელებს და პირველობას არავის უთმობს. "ტორპედოს" კარში გატანილი გოლი მისთვის ამ სეზონში მეცხრე გამოდგა, ეს კი მისი და ირაკლი ბუღრიძის შესანიშნავი ტანდემის შედეგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული