რატომ არ ვაკეთებთ იმავეს? - ჩვენი მეტოქეთა უმეტესობა იჯარით აღწევს წარმატებას

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთში "ბობოლა" და საშუალო დონის კლუბები ტალანტების ძიებითა და მათი განათხოვრებით არიან დაკავებულები. ამ დროს საქართველოს ჩემპიონატისთვის ეს საკმაოდ უცხო რაღაცაა.

ეროვნული ლიგის კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერის შესყიდვა ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეუძლია და თავისუფალ აგენტებს იმატებს, რომლების დონე ხშირ შემთხვევაში ჩვენი ლიგისთვის შეუსაბამოა.

საინტერესოა, რატომ არ მუშაობენ ადგილობრივი მენეჯერები იჯარებზე?

საქართველოს ეროვნული ლიგის დონის განსაზღვრა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ხდება. ამ პერიოდში კლუბების უმეტესობა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალ გუნდს ქმნის.

ხოლო ის კლუბები, რომლებსაც ესეც არ
შეუძლიათ, არსებული შემადგენლობით ცდილობენ წარმატების მიღწევას.

ახლაც იგივე ხდება. კლუბები ცდილობენ, თავისუფალი აგენტები მონახონ და ფეხბურთელები ხელფასით მოიზიდონ, ან ცდილობენ ფეხბურთელებს "ურთიერთშეთანხმებით" დაატოვებინონ კლუბი და ევროთასებზე მონაწილეობის პერსპექტივით გადმოიბირონ.

ამ პერიოდში კი ჩვენი კლუბების მეტოქეთა ბანაკში საუკეთესო მოთამაშეთა დიდი ნაწილი იჯარით გადმოყვანილ ფეხბურთელებზე მოდის.

დავიწყოთ "დინამოს" მეტოქით, "დუნაისკა სტრედათი", რომელსაც იჯარით ოთხი ფეხბურთელი ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სლოვაკეთის ყველა კლუბში მოიძებნება განათხოვრებული ფეხბურთელი. თუნდაც წინა სეზონში სლოვაკეთში ორი ქართველი იყო იჯარით: გიორგი ჩოჩიშვილი და გიორგი ბერიძე.

თბილისელთა მეტოქეს, "დუნაისკა სტრედას" იჯარის წესით ჰყავთ:

  • "ლაიპციგიდან" შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კალმარი
  • "ვულვზიდან" ცენტრალური ნახევარმცველი ქრისტიან ჰერცი
  • "მლადა ბოლესლავიდან" მეკარე მარტინ იედლიცკა
  • "დიურგარდენსიდან" მცველი სულეიმან კონე

საჩხერის "ჩიხურას" მეტოქეს "ბეითარს" იჯარით ორი ფეხბურთელი ჰყავს:

  • "პაოკიდან" ცენტრალური ნახევარმცველი ერიკ საბო
  • თელ-ავივის "მაქაბიდან" მცველი სენ გოლდბერგი

ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "შერიფს" იჯარით ოთხი ფეხბურთელი ჰყავს:

  • "ტორინოდან" ფორვარდი ვიტალიე დამასკანი
  • "პაოკიდან" შემტევი ნახევარმცველი ჯაირო და სილვა
  • ციურიხის "გრაშოფერიდან" ნახევარმცველი რიფეთ კაპიჩი
  • "კორტრიკიდან" მცველი ვლადიმერ კოვაჩევიჩი

არავინ საუბრობს, რომ ქართულმა კლუბმა იჯარით ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდიდან აიყვანოს ფეხბურთელი, თუმცა არის უამრავი საშუალო დონის გუნდები, რომლებიც ფეხბურთელებს იჯარით გაუშვებენ, რათა მათ სათამაშო პრაქტიკა მიიღონ.

დღეს ჩვენი დონის ევროპულ ჩემპიონატებში ამაზე აქტიურად ზრუნავენ და ცდილობენ, რომ ერთი წლით მაინც ჰყავდეთ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის თამაშსაც გააუმჯობესებს და ამავდროულად, თვითონაც გაიზრდება.

ჩვენთან ადგილობრივ მენეჯერებსა და კლუბებს აქტიურად მართებთ ამაზე მუშაობა, რადგან ეს არის ერთ-ერთი საშუალება, გუნდი რაღაც პერიოდით უკეთესი გახადო, თორემ კარგი თავისუფალი აგენტის პოვნა და მერე მის ხელფასზე გაჯიბრება რომელიმე მეზობლის კლუბთან, რომელსაც ჩვენი გუნდების სახელფასო ფონდზე 10-ჯერ მეტი ფული მაინც აქვთ ბიუჯეტში, რთულია.

altვის შეხვდება "ტორპედო" "შერიფთან" გამარჯვების ან მარცხის შემთხვევაში

altქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 9 /
გრაშოფერი რა უბედურებაა, გრასჰოპერია ეგ გუნდი.)))
dato
15:57 26-06-2018
0
ნამეტანი ოპტიმისტი ყოფილხართ მეგობარო. ვისი მომგებები არიან ტორბედოელები(ეს მკვდრები) ჩიხურასა და საბურთალოს ვერ უგებენ. სადამდე უნდა იყოთ ხალხნო ასე ოცნებაში?
mamulo
16:40 26-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული