
სტადიონზე მოგვარდა მთავარი პრობლემა, მოიხსნა სამხრეთ ტრიბუნა, რის ხარჯზეც გაიზარდა მოედნის ფართობი და შესაბამისად, დაშორება აუტის ხაზიდან ტრიბუნამდე. მოწესრიგდა გასახდელები და მსაჯების ოთახი.
უახლოეს პერიოდში იგეგმება პრესლოჟის და VIP-ის მოწყობა.
თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი, რომელიც უეფას მე-2 კატეგორიის უნდა იყოს, საბოლოო სახეს 2020 წელს მიიღებს.
ბოლნისის სიონი საშინაო თამაშებს საკუთარ მოედანზე აგვისტოს თვიდან გამართავს.


მომზადებულია Fcsioni.ge-ს მიხედვით