ეროვნული ლიგა. XVIII ტური:"დილამ" "დინამოს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "გორის "დილა", რომელმაც ეს შეხვედრა გასაკვირად სუსტად ჩაატარა.

უკვე 26-ე წუთზე მასპინძლები 3:0 დაწინაურდნენ და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ანგარიში კიტეიშვილმა გახსნა, როდესაც მეკარე ბეგაშვილმა ვერ მოახერხა თავისი გუნდის გადარჩენა. შემდეგ თოთაძემ ულამაზესად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დალაშქრა გორელთა კარი, ხოლო ზივზივაძემ მესამე გოლი კიტეიშვილის დარტყმული ბურთის ბეგაშვილის მიერ უხეიროდ მოგერიების მერე გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს კი კიტეიშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ მსაჯმა სტუმართა გუნდის მცველი ანზორ სუხიაშვილი გააძევა, 59-ე
წუთზე ზივზივაძემაც  შეასრულა დუბლი, გუნდში დაბრუნებული მათე ვაწაძეც შევიდა შეცვლაზე და "დინამომ" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.


თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - დილა 5:0
გოლები: 1:0 ოთარ კიტეიშვილი (15), 2:0 ლაშა თოთაძე (22), 3:0 ბუდუ ზივზივაძე (26), 4:0 ოთარ კიტეიშვილი (39), 5:0 ბუდუ ზივზივაძე (59)

დინამო: დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (კ) (გიორგი ზარია 81), მიხეილ ერგემლიძე (მათე ვაწაძე 71), დმიტრო ივანისენია, გიორგი ივანიშვილი, ნიკა ნინუა (ბაქარ ქარდავა 76)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

დილა: გიორგი ბეგაშვილი, გოდერძი მაჩაიძე, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, ლევან ნონიკაშვილი, გიორგი კორიფაძე, მიკოლა კოვტალიუკი (ზაურ კერელეიშვილი 74), ისიფუ ლემპტი (ამოს ნონდი 46), ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო (დავით რაჟამაშვილი 46), ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩადუნელი რომელიც არიყო ამ თამაშში, მის გარდა დილას დაცვის არცერთი მოთამაშე არაა ღირსი ძირითადის! დაცვა გააძლიერეთ ერთი ცენტრალური და ორივე ფლანგის კარგი მცველეია საჭირო და მაგარი გუნდი იქნება დილა!
აუfff
07 ივლისი 2018 11:01
1
დაიწყეთ ფულის კეთება ? სად მიგაქვთ მაინც
dato
06 ივლისი 2018 13:58
2
საღოლ დინამოს მაგარი ბიჭები ხართ წარმატებები ევროთასებზე!!!!
nazario moreno
06 ივლისი 2018 13:51
0
ისე ამ თამაშის ირგვლივაც უნდა დაინტერესდეს ის ორგანიზაცია მანიპულაციებს რომ ავლენს და მინიმუმ ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ბეგაშვილს კვახაძეს მაჩაიძეს და კიდევ იმათ ვინც ნერვები დაგვაგლიჯა გულშემატკივარს აქამდე დარბოდნე ფეხბურთში და ამატ ახლი თამაში მოიგონეს სიარულით ისიც ნელი სიარულით ხომ ღირსები ხართ რაც სტადიონის განათებაზე თანხა იხარჯება თქვენი ხელფასით გადაგახდევინოონ თქვე უნამუოებო
gio gori
05 ივლისი 2018 23:20
11

სიახლეები პოპულარული