- გავიმარჯვეთ, რაც ძალიან სასიხარულოა. წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, არანაკლები რაც დღეს იყო. ვუყურებთ თამაშს, რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს და შევეცდებით, უფრო შეთამაშდეს გუნდი.
მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და შევეცდებით ისინი უფრო მეტად გავახაროთ. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩვენი არ არის, ეს საქართველოს გამარჯვებაცაა.
ბევრი ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება, განსაკუთრებით ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა შემოგვიერთდნენ და მეორე ტაიმში გარკვეული ხარვეზების მიზეზი ეს იყო.
მიმდინარეობს გუნდის გაძლიერებაზე მოლაპარაკებები,
მამუკა კობახიძის ტრავმა არ არის სერიოზული და შემდეგ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.
"შერიფის" მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია უკეთესი შედეგის დადება და ამას გავაკეთებთ!