"დინამო თბილისისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მალე სათამაშოდ შესაძლოა უცხოეთში გადავიდეს.
ამის შესახებ Sportall.ge-ს "სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ხუციშვილმა განუცხადა.
"ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერზე ვმუშაობთ და მალე ყველაფერი გაირკვევა. რამდენიმე ვარიანტი არის და წესით, ყველაფერს ნათელი უეფას ტურნირების შემდეგ უნდა მოეფინოს.
სერიოზული დაინტერესებაა პორტუგალიის უმაღლესი, ხოლო გერმანიისა და ესპანეთის მე-2 ლიგებიდან.
უეფას ტურნირების მერე, ალბათ, იქნება კონკრეტული შეთავაზება და "დინამოსთანაც" მოვილაპარაკებთ", - აღნიშნა ხუციშვილმა.
მიხეილ ხუციშვილი: იხვეწება კაცი, ქართულ ფეხბურთში მინდა ფულის დახარჯვაო და...
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა