ყაზახეთიდან საფრანგეთში - "გრენობლმა" ჯაბა ჯიღაური წარადგინა

AutoSharing Option
"გრენობლმა" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური წარადგინა. 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი SmartBall Sports Management-მა განახორციელა.

Sportall.ge დეტალების გასარკვევად სწორედ აღნიშნული სააგენტოს ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ჯიღაურმა თავის ყოფილ კლუბ "ორდაბასთან" კონტრატი გაწყვიტა და ახალ გუნდსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.

ხუციშვილმა ასევე გვაცნობა, რომ ჯაბამ "გრენობლთან" 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

ქართველი ნახევარმცველი ბოლოს ყაზახეთის "ორდაბასში" ასპარეზობდა, იქამდე კი მაკედონიური "ვარდარის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "გრენობლს", გასულ სეზონში ის საფრანგეთის მე-3 ლიგაში თამაშობდა, თუმცა მე-2 ლიგის საგზური მოიპოვა და
მომდევნო წელს ერთით მაღალ დივიზიონში გაატარებს.

altჯაბა ჯიღაური კარიერას საფრანგეთის მე-2 ლიგაში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ან კანკავა რისთვის წავიდა რეიმსიდან ყაზახეთი ჯობია?
kaxa
19 ივლისი 2018 13:14
0
ეს კაცი სიარულს უნდება იქით-აქეთ და რა დროს მოასწრებს თამაშს!
gigo
19 ივლისი 2018 13:13
0
ვერ ვიტყოდი რომ დიდად გახარებულია ჯიღაური. ისეთი სახე აქვს თითქოს მონღოლეთის ჩემპიონატში გადავიდა
გგგგგგგგგგგგგ
19 ივლისი 2018 10:14
0
კარგია,წინგადადგმული ნაბიჯია,ვულოცავ ჯაბას
ბაჩო
18 ივლისი 2018 21:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული