ეროვნული ლიგა. XIX ტური: კიტეიშვილის გარეშე დარჩენილმა "დინამომ" "რუსთავს" სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "რუსთავი".

თბილისის "დინამომ", რომლის კაპიტანი და ლიდერი კიტეიშვილი "შტურმში" გადავიდა, "რუსთავი" 2:1 დამარცხა. მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და პირველ ტაიმში სეფიაშვილის კარი შულაიამ და ნინუამ დალაშქრეს. "დინამოს" უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო შესვენებაზე გასულიყო, მაგრამ შულაიამ ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, კაჭარავას გუნდი ფლობდა ინიციატივას, ბურთი ხარიხას ხარაბაძემ გაარტყა, ხოლო 90-ე წუთზე რუსთაველთა თავდამსხმელმა ლობჯანიძემ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო - რუსთავი 2:1
გოლები:
1:0 აკაკი შულაია (18), 2:0 ნიკა ნინუა (34), 2:1 ელგუჯა ლობჯანიძე (90)

დინამო: (4-4-2) სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე (მიხეილ ერგემლიძე , აკაკი შულაია, მათე ვაწაძე (ბაქარ ქარდავა 61), დმიტრო ივანისენია, ლევან ხარაბაძე, ნიკა ნინუა (გიორგი ზარია 78)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

რუსთავი: (4-1-2-3)კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა ლობჯანიძე, თორნიკე თარხნიშვილი, გეორგი ბუგულოვი, თეიმურაზ ღონღაძე, ზაზა ციცქიშვილი (თემურ ჩოგაძე 67), ოთარ მარცვალაძე (კ) (ხვიჩა კვარაცხელია 46), თორნიკე კირკიტაძე, ვარლამ კილასონია, ავთანდილ გუჯაბიძე (დათა სიჭინავა 67)

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვე დალოცვილებო ეს მეკარე ვერ დააყენეთ უეფა ლიგაზე?
გეორგიუსი077
11:58 04-08-2018
0

სიახლეები პოპულარული