ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ბიჭებო! - ფოთის "კოლხეთის" ფან-კლუბმა თავის საყვარელ კლუბს წერილი მისწერა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" ფან-კლუბმა თავის საყვარელ კლუბს წერილი მისწერა. ამის შესახებ ინფორმაციას "კოლხეთის" Facebook-გვერდი ავრცელებს.

როგორც იცით, რობერტო ლანდის კლუბი 8 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და უკვე ზედიზედ 6 შეხვედრაა, მარცხდება.

"კოლხეთი", ჩვენი სიამაყე და სიყვარული ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა. დარჩენილ შეხვედრებში ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.

მივმართავთ ჩვენი გუნდის მოთამაშეებს - "კოლხეთის" გულშემატკივრები მოგიწოდებთ, რომ ყველა დარჩენილ მატჩში მაქსიმუმი გააკეთოთ, კიდევ ერთხელ მოახდინოთ სასწაული და კვლავ დატოვოთ გუნდი ქართული ფეხბურთის ელიტაში.

ამ პატარა ქალაქში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. მეტიც, ფოთში ხალხი
ფეხბურთით ცხოვრობს! ჩვენი თხოვნაა - "კოლხეთის" ყველა ფეხბურთელმა დარჩენილ თამაშებში მაქსიმუმი გააკეთოთ, ყველა შეხვედრა ითამაშეთ ისე, როგორც ბოლო. ფინალური, გადამწყვეტი!

გულშემატკივრები ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით და ერთად აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს!
ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ბიჭებო!

ჩვენი მხარდაჭერა მწვრთნელებს და ყველას, ვინც კლუბის სიკეთისთვის შრომობს!

მხოლოდ წინ, "კოლხეთი", - ნათქვამია წერილში.

ფოთელები ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, 26 აგვისტოს, გასვლით შეხვედრაში "სამტრედიას" დაუპირისპირდებიან.

altსაფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ფოთის "კოლხეთის" 3 ფეხბურთელს სასჯელი შეუმსუბუქა

alt"კოლხეთის" მწვრთნელი რობერტო ლანდი: რა თქმა უნდა, ახალ მოთამაშეებს ველოდებით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული