ეროვნული ლიგა. XXII ტური: "რუსთავმა" ლიდერ "საბურთალოს" სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "საბურთალომ" "რუსთავს" ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სძლია 2:0.

მატჩმა გულშემატკივრების იმედი ვერ გაამართლა, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირობითი სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში პირველ ტაიმის შუაში მარგველაშვილმა გახსნა. შესვენებაზე გასვლის წინ მასპინძლებს საპასუხო გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და "საბურთალომ" ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, როდესაც ვოლკოვთან გათამაშებული ორმაგი კედელის შემდეგ გოშთელიანის დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია.

თუმცა, "საბურთალომ" მეორე გოლი
მაინც გაიტანა - ვაგნერ გონსალვეში მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ ვოლკოვს უპასა და ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში შეეგორებინა ბურთი.

"საბურთალო" მეორე ადგილზე მყოფ "დინამოს" 8 ქულით გაექცა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
რუსთავი - საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 გაგი მარგველაშვილი (22), 0:2 დავით ვოლკოვი (75)

რუსთავი (4-2-1-3): ომარ მიგინეიშვილი, გიორგი პაპავა (კ), ელგუჯა ლობჯანიძე, ხვიჩა კვარაცხელია (მათე კვირკვია 46), პაპუნა ფონიავა (ბექა ქავთარაძე 76), თორნიკე თარხნიშვილი, გიორგი ბუგულოვი, თეიმურაზ ღონღაძე, ზაზა ციცქიშვილი, რაფაელ ჩუკურა, ავთანდილ გუჯაბიძე (ირაკლი კლიმიაშვილი 46)

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, გურამ გოშთელიანი (გიორგი კოხრეიძე 59), დავით ვოლკოვი, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე (ელვინ ტერა 26), სანდრო ალთუნაშვილი (დავით თარგამაძე 80), თორიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
kaia
vratara
23:59 25-08-2018
2

სიახლეები პოპულარული