ეროვნული ლიგა. XXIV ტური: "ლოკომოტივმა" "სიონი" დაძაბულ მატჩში დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე "სიონს" 1:0 სძლია.

მატჩი მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი აქტიურად მოქმედებდა და შესვენების შემდეგ მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა კობახიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამას გარდა, გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. სტუმრებმა ბურთი ძელს გაარტყეს, კობახიძეს შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ საჯარიმოდან მისი დარტყმული ბურთიც ძელს მოხვდა. თავის გამოჩენის შანსი ჰქონდა "ლოკოს" 17 წლის შემტევს დავითაშვილს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, თუმცა ზარქუამ გოლის გატანა არ
დაანება.

ბოლოს "სიონი" დიდი ძალებით უტევდა, "ლოკომოტივმა" კი იერიშებს გაუძლო და გაიმარჯვა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - სიონი 1:0
გოლი: 1:0 ოთარ კობახიძე (48)

ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (უილიამ ჯონი 68), თეიმურაზ შონია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა კიკაბიძე (ლაშა გვალია 46), უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (რატი არდაზიშვილი 86), ოთარ კობახიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე (გიორგი მიქაბერიძე 56), ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე (სერგეი ტრეტიაკი 62), ბიძინა მახარობლიძე, ვილი ისიანი, გიორგი დათუნაიშვილი (ზვიად სიხარულია 76), გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული