პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები კი ფლობდნენ, მაგრამ შეტევების ორგანიზება უჭირდათ. აშკარაა, გუნდს კიტეიშვილის წასვლის შემდეგ ლიდერი და თამაშის წარმართავი არ ჰყავს. მეტნაკლებად ამის გაკეთებას შენგელია ცდილობდა.
რაც შეეხება სტუმრებს, მშვიდად გაუძლეს უხიფათო იერიშებს და შესვენების წინ იქით შეუტიეს. შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს. ჯერ მეკარე სიკაჩმა მოიგერია ვოლკოვის დარტყმული ბურთი, ხოლო შემდეგ კუთხურისას ტანმორჩილმა კოხრეიძემ მეორე სართულზე ბრძოლა მოუგო მეტოქის მცველს, მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია, მაგრამ
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამოს" მწვრთნელმა კაჭარავამ თავდასხმის გასაძლიერებლად ივანისენიას ნაცვლად ვაწაძე შეუშვა მოედანზე და ამან უმალ გამოიღო შედეგი - შენგელიას ჩაწოდებული ბურთი ვაწაძემ თავით დაარტყა, რომელიც კუპატაძემ მოიგერია და რეხვიაშვილისგან რიკოშეტით ავტოგოლი გავიდა.
თითქოს ფრე გარდაუვლად მოჩანდა, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ აქტიურმა შენგელიამ ლამაზი გოლი გაიტანა და "დინამომ" "საბურთალოსთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. თან, "დინამოს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - საბურთალო 2:1
გოლები: 0:1 გაგი მარგველაშვილი (45+4), 1:1 გიორგი რეხვიაშვილი (58, საკ. კარში), 2:1 შენგელია (90+3)
დინამო (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (გიორგი ივანიშვილი 78), ბაქარ ქარდავა, ბუდუ ზივზივაძე (ლაშა ქოჩლაძე 66), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (მათე ვაწაძე 56), ლევან ხარაბაძე, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა
მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე (დავით თარგამაძე 73), ლუკა ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა (დიმიტრი ტატანაშვილი 79), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე (სანდრო ალთუნაშვილი 66), გიორგი რეხვიაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი