რუმინეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გატანილი გოლით გამოირჩა აკაკა ხუბუტია. მისი გუნდი "გაზ მეთანი" სტუმრად პლოეშტიში "ვოლუნტართან" 1:2 დამარცხდა.
სტუმრებმა 78-ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი 31 წლის ქართველმა მცველმა მეტოქის კარში თავით გადაგზავნა. თუმცა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
რუსეთის პრემიერლიგაში "ურალი" სტუმრად "არსენალს" შეხვდა და 2:2 ითამაშა. სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე გიორგი ჭანტურია.
საქართველოს ნაკრების შემტევი 39-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. ამ დროისთვის მისი
პოლონეთის ექსტრაკლასში ლაშა დვალის "პოგონმა" "ლეხიას" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ქართველმა დაცვის ცენტრში თავიდან ბოლომდე ითამაშა.