აკაკი ხუბუტია "რუსთავში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი აკაკი ხუბუტია სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას "რუსთავში" გააგრძელებს.

ამის შესახებ "რუსთავის" ოფიციალური Facebook-გვერდი იტყობინება.

"საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ჩვენს გუნდში ითამაშებს. ბოლოს ხუბუტია რუმინულ "ტიმიშოარაში" გამოდიოდა. ის გუნდს გასულ კვირას შეუერთდა და გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა" - წერია განცხადებაში.

32 წლის მცველს თითქმის მთელი კარიერა უცხოეთში აქვს გატარებული, 2016 წელს კი რამდენიმე მატჩი თბილისის "დინამოს" რიგებში ჩაატარა.

alt[ლე­გი­ო­ნი გუშინ] აკაკი ხუბუტიას გოლი, გიორგი ჭანტურიას პასი [VIDEO]

altაკაკი ხუბუტია რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "გაზ მეთანში" დაბრუნდა

მომზადებულია ს.კ "რუსთავის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამიხარდა, ჩვენი გუნდი ძლიერდება. შიში შეიქმს სიყვარულსა.
რუსთაველი შოთა
15:42 28-09-2018
0

სიახლეები პოპულარული