ეროვნული ლიგა. XXXI ტური: ბოლნისელებმა გორელები 3:1 დაამარცხეს

AutoSharing Option
დღეს, 3 ნოემბერს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ბოლნისის "სიონმა" მიხეილ მესხი 2-ზე გორის "დილას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ბოლნისელება მე-14 წუთზე შეძლეს ანგარიშის გახსნა, ალექსანდრე კოშკაძემ კუთხური მოაწოდა და ვილი ისიანმა ანგარიში გახსნა. 31 -ე წუთზე კი ვილი ისიანის გადაცემას ბიძინა მახარობლიძე კარგად დაუხვდა და ანგარიში ორამდზე გაზარდა.

მეორე ტაიმში გორელთა შემადგენლობაში ლეანდრო რიბეირო და გაირა ჯუფი გამოჩნდნენ, რომელაც სიტუაციის გამწვავება ევალებოდათ. "დილას" ფეხბურთელებმა რამდენიმე მომენტიც შექმნეს, საბოლოოდ 71-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ნოდარ ქავთარაძის პასით ანგარიში შეამცირა.

თუმცა 86-ე წუთზე ვილი
ისიანის მორიგი საგოლე გადაცემით ბიძინა მახარობლიძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "სიონმა" მე-7 ადგილოსან "რუსთავთან" სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს, ხოლო გორის "დილამ" კიდევ უფრო დაკარგა შანსები ევროპა ლიგის შესარჩევზე მოხვედრის.

თბილისი. მიხეილ მესხი 2
სიონი - დილა

სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე, დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, ვილი ისიანი, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე;

დილა. 4-2-3-1: ლუკა გუგეშაშვილი, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, გოგიტა გოგუა, დავით რაჟამაშვილი, ლევან ნონიკაშვილი, მიკოლა კოვტალიუკი, ერიკ სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ანზორ სუხიაშვილი;

მკითხველის კომენტარები / 1 /
გადაგვახია ბურთი თავზე სიონმა,შაშიაშვილი წაბრძანდი აწი არაგაქვს შენ მაგის გამოცდილება რო ევროსაგზური მოგვიტანო გუნდს და ქალაქს,ყველა კომპონენტში გვაჯობა სიონმა და სიმართლეს გაუმარჯოს რაა
bobo
21:03 03-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული