"პირველ რიგში, ქუთაისის მცხოვრებლებს და "ტორპედოს" გულშემატკივარს ვულოცავ კიდევ ერთ დიდ წარმატებას. ეს შედეგი განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკის შედეგად, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში.
ამასთან ერთად, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც აკნინებს და საფრთხეს უქმნის
გამომდინარე აქედან, ჩვენი გუნდი ემიჯნება და ყოველთვის გაემიჯნება ამ ტიპის განცხადებებს. ქუთაისის "ტორპედო" მხარს უჭერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დღევანდელ პოლიტიკას და ყოველთვის მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში.
როგორც თქვენთვის ცნობილია, "ტორპედო" ქალაქ ქუთაისის მერიისგან 2016 წელს შევიძინე და სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, არაერთხელ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები. 2016 წელს ავიღეთ დავით ყიფიანის სახელობის თასი, 2017 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონი, 2018 წელს ავიღეთ სუპერთასი და 25 ნოემბერს კიდევ მოვიპოვეთ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. ამავდროულად, ეფექტურად ვიასპარეზეთ ევროტურნირებზე. სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად საკმაოდ დიდი ინვესტიცია განვახოციელეთ გუნდში და სოლიდური თანხები მოვიპოვეთ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მომავალ წლებში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და არაერთხელ გავახარებთ ქალაქ ქუთაისს და საქართველოს" - ნათქვამია ზაალ ჩაჩავას განცხადებაში.
ქუთაისის "ტორპედომ" 25 ნოემბერს საქართველოს თასის ფინალში "გაგრა" პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირი მოიგო.
ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიგო [VIDEO]
"ტორპედოს" პრეზიდენტი: იანვარში ახალწვეულები გვეყოლება, ჩვენი მიზანი ევროპა ლიგაზე გასვლაა