3. მიკოლა კოვტალიუკი - "დილა". 21 გოლი - 2 საგოლე გადაცემა
უკრაინელი 2017 წლის სეზონში თბილისის "დინამოში" ვერ გაიხსნა, ბევრმა გულშემატკივარმა მის შესაძლებლობებს ხაზი გადაუსვა, თუმცა გორში გადაბარგების შემდეგ ის სულ სხვა ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. "დილაში" სხვა ფეხბურთელებსაც რომ იმ დონეზე ეთამაშათ, როგორც მიკოლა ბურთაობდა, ევროთასებზე მოხვედრა არც იქნებოდა პრობლემა. მეტიც, რომ შეეწყოთ კოვტალიუკისთვის ხელი, ის ბომბარდირი გახდებოდა და გუნდსაც უკეთესი შედეგი ექნებოდა,
2. ბუდუ ზივზივაძე - "დინამო". 22 გოლი - 8 საგოლე გადაცემა
ძალიან რთული იყო ბუდუსთვის მეორე ადგილის მინიჭება, თუმცა პირველი ადგილის წარმოდგენისას ავხსნით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ზივზივაძეს, ის მეორეჯერ გახდა ეროვნული ლიგის ბომბარდირი, ამჯერად თანაბომბარდირი, თუმცა სტატისტიკა სტატისტიკაა.
მისი კარიერული შეცდომა იყო, როცა საუკეთესო ფორმაში მყოფი ეროვნული ლიგიდან დანიის სუპერლიგაში ლიგაში გადავიდა, სადაც თავი ვერ დაიმკვიდრა. ზივზივაძეს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე 22 გოლი. მას წინ აქვს ყველაფერი, თუმცა კარგი იქნება, რომ მეტად სტაბილური იყოს. იყო შეხვედრები, როცა თავს კარგად წარმოაჩენდა, თუმცა იყო მატჩები, როდესაც უამრავ შეცდომას უშვებდა და ამავდროულად, საგოლე მომენტებს ვერ იყენებდა.
ზივზივაძეს ფრთა მოტეხეს, როცა ოთარ კიტეიშვილი "დინამოდან" წავიდა. ეს ორი ფეხბურთელი ძალიან კარგ ტანდემს ქმნიდა. კიტეიშვილის წასვლის შემდეგ ზივზივაძეს ლიდერობის გადაბარება მოუწია. მისი საუკეთესო მატჩი "სიონთან" იყო, როდესაც პოკერი შეასრულა და ფაქტობრივად, ცალი ფეხით დაამარცხა მეტოქე. ვიმედოვნებთ, რომ ბუდუ სრულფასოვნად დაიბრუნებს საუკეთესო ფორმას და თავის შესაძლებლობებს არამარტო ეროვნულ ლიგაში გამოავლენს.
1. გიორგი გაბედავა - "ჩიხურა". 22 გოლი - 4 საგოლე გადაცემა
ჰქონდა თუ არა გაბედავას კარიერის პიკი, ეს მომავალ სეზონში გაირკვევა, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეროვნულ ლიგაში. რა გამოარჩევდა მას? ბრძოლა! ის ბურთს არ ელოდებოდა, დარბოდა მის მოსაპოვებლად და მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ჩერდებოდა. გოლეადორობასთან ერთად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი იყო. მის თამაშს გარკვეულწილად ნახევარდაცვა ბოლომდე ვერ უბამდა მხარს, თორემ გაცილებით უკეთესი შედეგიც იყო შესაძლებელი.
რითი აჯობა მან ბუდუს? ბუდუს ზურგს უკან უკეთესი მეპასეები ჰყავდა, ვიდრე გაბედავას. თუნდაც ნახევარი სეზონი ზივზივაძეს ზურგს ოთარ კიტეიშვილი უმაგრებდა, ხოლო გაბედავას ნახევარდაცვაშიც ბრძოლა უწევდა ბურთის მოსაპოვებლად. თუნდაც ავიღოთ ევროთასები, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ გაბედავა ყველა ბურთისთვის იბრძოდა.
"ჩიხურას" სჭირდება გაბედავა და გაბედავასაც სჭირდება გუნდი, რომელიც მას სრულ ნდობას უცხადებს. საფეხბურთო კარიერა არც ისეთი ხანგრძლივია და არც გიორგია პატარა. მან მომავალი რამდენიმე სეზონი ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს. იმედია, გაბედავა ერთი სეზონის ფეხბურთელად არ ჩამოყალიბდება, რომელიც ერთ წელს გაიბრწყინებს და მეორე წელს ჩავარდნა ექნება.
პრემიები და საპრიზოები - რამდენი გამოიმუშავეს 2018 წელს კლუბებმა საქართველოში
ტაქტიკოსი, დირიჟორი, ოსტატი - ეროვნული ლიგის TOP 3 მწვრთნელი Sportall.ge-ს ვერსიით
ეხლა გისვამთ კითხვას , მათემატიკაში გაქვთ პრობლემა თუ გაბედავა თქვენი ნათესავია ?