უკრაინა, ბრაზილია, საფრანგეთი - ეროვნული ლიგის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ბევრმა ლეგიონერმა ითამაშა, თუმცა უმრავლესობამ საკმაოდ წარუმატებელი ფეხბურთი აჩვენა ან კლუბში დაპირისპირებით დაგვამახსოვრა თავი და ჩემპიონატი დატოვეს, თუმცა იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელებიც.

გთავაზობთ 2018 წლის საუკეთესო სამ ლეგიონერს Sportall.ge-ს ვერსიით.

3. მიკოლა კოვტალიუკი - "დილა". 21 გოლი - 2 საგოლე გადაცემა
უკრაინელი ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მას ბომბარდირებთან გათანაბრებაში მხოლოდ ერთი გოლი დააკლა. მიკოლა, როგორც ფორვარდი, კარგად პოზიციონირებდა, ამავდროულად, ქმნიდა კიდეც საგოლე მომენტებს და "დილაში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკოლა წასვლას
გეგმავს. ალბათ, ქართულმა კლუბებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ ჩემპიონატმა კიდევ ერთი კარგი ლეგიონერი არ დაკარგოს.

Sportall.Ge

2. ლეანდრო რიბეირო - "დილა". 14 გოლი - 11 საგოლე გადაცემა
გორელთა გუნდი ამ სეზონში კარგი ლეგიონერებით გამორჩეული იყო. შეიძლებოდა ამ სიაში მესამე გორელიც მოხვედრილიყო, რომ არა მწვრთნელთან უთანხმოება და ნაადრევად ჩემპიონატის დატოვება - ეს ალვინ ფორტესი იყო, რომელიც შემოქმედებითობით გამოირჩეოდა და რიბეიროსთან ერთად კარგ წყვილს ქმნიდა.

რაც შეეხება რიბეიროს, 23 წლის ბრაზილიელი საკმაოდ ნიჭიერია, თუმცა თავისი ნიჭის გამოვლენა ისრაელის ჩემპიონატში გაუჭირდა და უკან დაბრუნდა. ლეანდრო გორელთა ტვინი იყო, რომელიც მოედანზე გუნდს მართავდა, თუმცა ტვინს სხვა ორგანოები სათანადოდ ვერ ეხმარებოდნენ და პატარა გორი დიდი გულით ევროთასებს მიღმა დარჩა. ახლა კი "დილასთვის" ამ ფეხბურთელების შენარჩუნება უნდა იყოს მიზანი, რადგან უკეთესის შეძენა რთულია.

Sportall.Ge

1. ვაგნერ გონსალვეში - "საბურთალო" . 11 გოლი - 8 საგოლე გადაცემა
იყო შემთხვევა, როცა გულშემატკივართა გულისწყრომა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ სტატისტიკით არ ვიხელმძღვანელეთ, თუმცა მოცემულობა გაცილებით სხვანაირია. კითხვა ასეთია: რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო უფრო მაღალი? და თუ ამ კრიტერიუმით ვიმსჯელებთ, ვაგნერ გონსალვეში საუკეთესო ლეგიონერი იყო ამ სეზონში.

ვაგნერმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა "საბურთალოს" გაჩემპიონებაში. მისი მოქმედებები მხოლოდ შეტევაში არ იყო დასაფასებელი, ის ეხმარებოდა დაცვასაც და მოედანზე მუდმივად აქტიური იყო. აგრეთვე, მას ახასიათებდა გადამწყვეტი გოლები, თუნდაც გავიხსენოთ "დინამოსთან", როცა თბილისური გუნდის ჩემპიონობაზე კითხვებს დასასრული მან დაუდო. ზუსტად ორ შემთხვევაში თბილისურ დერბიში მისი გოლი გადამწყვეტი გამოდგა.  

რაც მთავარია, 22 წლის ფრანგი მუდმივად პროგრესირებს და მისი სათამაშო ხარისხი შეხვედრიდან შეხვედრამდე იზრდებოდა.

Sportall.Ge

altჩემპიონი, პერსპექტიული, წარმოსადეგი - ეროვნული ლიგის TOP 3 მეკარე Sportall.ge-ს ვერსიით

altიშვიათი ლეგიონერი, მფრინავი, მებრძოლი - ეროვნული ლიგის 2018 წლის TOP 3 ფორვარდი Sportall.ge-ს ვერსიით

altტაქტიკოსი, დირიჟორი, ოსტატი - ეროვნული ლიგის TOP 3 მწვრთნელი Sportall.ge-ს ვერსიით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული