ლანჩხუთის "გურია" ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს

AutoSharing Option
14 დეკემბერს წყალტუბოს "სამგურალმა" ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლით ბექა ბიბილაშვილი გამოირჩა, რომელმაც გოლები 28-ე და 34-ე წუთებზე გაიტანა.

მეორე ტაიმში გიორგი გაგნიძემ მცველის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

პირველი მატჩი გუნდებს შორის "გურიას" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შესაბამისად, ეროვნულ ლიგა 2-ში ლანჩხუთის "გურია" აღწევდა, რადგან სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა მოიპოვა.

"სამგურალი" კი ახალ სეზონს ეროვნულ ლიგა 3-ში გაატარებს.

მაშ ასე, ცნობილი გახდა ეროვნული ლიგა 2-ის ყველა წევრი. არსებულ
კონტინგენტს ეროვნულ ლიგა 2-ში "ზუგდიდი" და ლანჩხუთის "გურია" ეროვნული ლიგა 3-დან დაემატა, ხოლო "ცხინვალმა" ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.

ქუთაისი. რამაზ შენგელია
სამგურალი-გურია 2:1
გოლები: 1:0, 2:0 ბექა ბიბილაშვილი (28, 34), 2:1 გიორგი გაგნიძე (56)

სამგურალი. 4-4-2: ანდრე ნონოსი, თორნიკე კაკუშაძე, ჯო ბოტაკა-იობომა, ბექა ბიბილაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, გაგა ჩხეტიანი, უშანგი ბანძელაძე, ნიკა შალამბერიძე, ბაქარ ლაღაძე, გაბრიელ საღრიშვილი, ილია ახვლედიანი

მთ. მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

გურია. 4-2-3-1: გაბრიელ თებიძე, დიმიტრი ვირუბოვი, თენგიზ ჩიკვილაძე, კარლო ჯიქიძე, ვლადიმერ ჯოჯუა, გიგა გურეშიძე, ნიკა ნარიაშვილი, ირაკლი ბაჯელიძე, ვანო წილოსანი, ალექსანდრე შენგელია, დენის სკოტარენკო

მთ. მწვრთნელი: გიგა იმედაიშვილი

alt "ცხინვალმა" ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამგურალის მთავარი მწვრთნელი და მისი შტაბი მოშორდით აქედან,თქვენ დაღუპეთ ამ ქალაქში ფეხბურთი.წადით და ნუღარასდროს ჩამოხვალთ ჩვენ ქალაქში.
ასეა ეს
12:46 15-12-2018
0
ყოჩაღ გურია.. ბიჭებს მადლობა ამ სიხარულისთვის.
Rezo
18:33 14-12-2018
0

სიახლეები პოპულარული