თბილისის "დინამო" ჩისკოზე: სიტყვიერი თანხმობა არსებობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები

AutoSharing Option
მომავალი სეზონიდან თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბში ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჩისკო მუნიოსი იმუშავებს.

ის კლუბში, სავარაუდოდ, ზაურ სვანაძის ასისტენტის პოსტს დაიკავებს.

როგორც "დინამოს" პრესსამსახურში განგვიცხადეს, სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად იანვრის დაწყებამდე უნდა მოეწეროს, სწორედ ამ დროს იკრიბება თბილისური კლუბი.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სიტყვიერი თანხმობა არსებობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ყველაფერი დადებითი შედეგისკენ მიდის. ზაურ სვანაძე პოსტზე რჩება და ჩისკო, სავარაუდოდ, მისი ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. გუნდი იანვრის დასაწყისში იკრიბება და ხელშეკრულებასაც ხელი ამ დროისთვის უნდა მოეწეროს" - განუცხადეს Sportall.ge-ის თბილისის
"დინამოს" პრესსამსახურში.

ჩისკო მუნიოსი საქართველოს 16-გზის ჩემპიონთა რიგებში 2011-14 წლებში ასპარეზობდა, მან გუნდთან ერთად 2-ჯერ უმაღლესი ლიგა და 2-ჯერ საქართველოს თასი მოიგო.

ესპანელმა მოთამაშემ კარიერა 2016 წელს "ხიმნასტიკში" დაასრულა, მას კარიერის განმავლობაში "ვალენსიას", "ბეტისის" და "ლევანტეს" რიგებში უთამაშია, "ღამურებთან" ერთად მან 2003-04 წლების სეზონში უეფას თასი მოიგო.

altჩისკოს ცრემლები - ესპანელი საქართველოდან ვალმოხდილი მიდის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
kai transferebs ganaxorzielebs fifia ragaz guli migrznobs, uefaze gadis jgufur etapze 2019 telshi dinamo))))
qomagi
03:41 20-12-2018
0
ალბათ ჩაკვეს ტრანსფერიდან ელოდება დინამო წილს და მართლა თუ რამე გააკეთა ფიფიამ მაგ ფულით და გუნდი დააყენა ძაან კაი იქნება დინამოს ახალგაზრდებისთვისაც. აკადემიის ხალხი გაზარდოს და ყიდოს უცხოეთში, ნაკრებსაც წაადგება და მათაც, მარა ამასთან ერთად რაღაც ბირთვი შეიკრას ვინც სტაბილურად ითამაშებს რამდენიმე სეზონს.
hrhrhr
01:32 20-12-2018
0

სიახლეები პოპულარული