გიორგი გაბედავა პოლონეთის ბოლოადგილოსან კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

AutoSharing Option
გიორგი გაბედავა პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლოადგილოსან კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - ამის შესახებ "ჩიხურას" პრესსამსახურში განგვიცხადეს.

როგორც საჩხერულ კლუბში ამბობენ, ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.

"გიორგი გაბედავა საუბრობს კლუბთან, ჯერ განთავისუფლების ცნობა არ მიგვიცია, ოფიციალურად არაფერი არ არის. მიდის მოლაპარაკებები პოლონურ "ზაგლებიე სოსნოვეცთან", რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში ბოლო ადგილს იკავებს" - განგვიცხადეს "ჩიხურას" პრესსამსახურში.

გიორგი გაბედავა ბუდუ ზივზივაძესთან ერთად გასული ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 22 გატანილი გოლით.

altგიორგი გაბედავა: არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი

მკითხველის კომენტარები / 3 /
სიხარულიძე მეორდება, ბომბარდირი გახდა და წავიდა ჩეხეთის ბოლო ადგილოსან კლუბში
ვააა
13:27 25-12-2018
0
ამას უნდა ნაკრებში თამაში?
Torpedo
12:17 25-12-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული