ყველაზე ძვირი, ყველაზე ახალგაზრდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები

AutoSharing Option
გავლენიანი გერმანული სტატისტიკური ვებ-გვერდის Transfermarkt.de-ის მიხედვით საქართველოს ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი თბილისის "დინამოა", მისი ფეხბურთელების ჯამური ფასი 5.13 მილიონ ევროს შეადგენს.

თბილისურ კლუბს ქუთაისის "ტორპედო" მოყვება, რომლის ფეხბურთელებიც ჯამში 5.10 მილიონად არიან შეფასებულები.

მესამე პოზიციაზე კი ჩემპიონი "საბურთალოა", რომლის 24 მოთამაშეც ჯამში 4.88 მილიონი ღირს.

1. თბილისის "დინამო" - 5.13 მილიონი ევრო
2. ქუთაისის "ტორპედო" - 5.10 მილიონი
3. თბილისის "საბურთალო" - 4.88 მილიონი
4. გორის "დილა" - 3.63 მილიონი
5. საჩხერის "ჩიხურა"
- 3.60 მილიონი
6. თბილისის "ლოკომოტივი" - 3.23 მილიონი
7. "რუსთავი" - 2.95 მილიონი
8. ბათუმის "დინამო" - 2.58 მილიონი
9. ბოლნისის "სიონი" - 2.28 მილიონი
10. "ვიტ ჯორჯია" - 1.85 მილიონი

ჯამში საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელი 35.78 მილიონი ევრო ღირს.

ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშე "საბურთალოს" შემტევი ვაგნერ გონსალვეშია, რომლის ფასიც 600 ათასი ევროა.

მეორე პოზიციაზე თბილისის "დინამოს" 18 წლის მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძეა 550 ათასი ევროთი, მესამე კი - ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გიორგი ქიმაძეა, ის 500 ათასადაა შეფასებული.

ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა "რუსთავის" 17 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა, ის გერმანულმა სააგენტომ 400 ათას ევროდ შეაფასა.

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის ყველაზე ძვირად შეფასებული 11-ეული პოზიციების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

altტაქტიკოსი, დირიჟორი, ოსტატი - ეროვნული ლიგის TOP 3 მწვრთნელი Sportall.ge-ს ვერსიით

altჩემპიონი, პერსპექტიული, წარმოსადეგი - ეროვნული ლიგის TOP 3 მეკარე Sportall.ge-ს ვერსიით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქიმაძე სადაა?
torpedo kutaisi
00:52 02-01-2019
0
რა ქიმაძე?!
დავითი
10:29 05-01-2019
0

სიახლეები პოპულარული