"ტორპედოს" ბრაზილიელი ახალწვეული: ქუთაისზე ბევრი რამ ვიცი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ბრაზილიელმა ახალწვეულმა რიჩარდ ლუკამ კლუბის არხთან საუბარში კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ის "ტორპედოში" ახალი გამოწვევებისთვის მოვიდა და სურს ჩემპიონი გახდეს.

"ქალაქის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია და ქუთაისზე ბევრი რამ ვიცი. მომწონს ქალაქი, კულტურა... ყველაფერი!", - აღნიშნა ბრაზილიელმა.

აქვე გეტყვით, რომ "ტორპედო" ახალი სეზონისთვის ორჯერადი ვარჯიშებით ემზადება.

ამ ეტაპზე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ლუკა მიქაია

მცველები: ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, შალვა ბურჯანაძე, დავით ხურცილავა, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, ნიკოლა სტიეპოვიჩი

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი
კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გიორგი ქიმაძე, გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, ამბროსი ჩაჩუა, რიჩარდ ლუკა, ნოდარ ქავთარაძე

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, გლეოფილო ჰასელბაინკი.

გუნდში სინჯებზე იმყოფება რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი ვახტანგ ნებიერიძე, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია.


მკითხველის კომენტარები / 4 /
elva magaria mara erti ori tavdamsxmeli ar gvanyenda mainc...
რობი
18:29 13-01-2019
0
ჩემი აზრით ჯერ-ჯერობით თუ მეტის საშუალება არ გვაქვს, მხოლოდ დაცვა გავაძლიეროთ.. გოლს რომ არ უშვებ ეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იტანდე და უკან 2 იმდენს უშვებდე!
ზურა
19:11 12-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული