ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელ ლეგიონერს ჯოვინო ფლამარიონის კონტრაქტი გაუგრძელა.
კლუბის ფეისბუქის გვერდი იუწყება, რომ კლუბმა ფეხბურთელს ხელშეკრულება 2021 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 22 წლის ფლამარიონი ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ის 24 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.