ალვინ ფორტესი გორის "დილაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
გორის "დილას" საიტი გუნდში ალვინ ფორტესის დაბრუნებას იტყობინება.

"ალვინ ფორტესი "დილაში" დაბრუნდა. 24 წლის ჰოლანდიელმა შემტევმა კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და გუნდში 2020 წლის ბოლომდე დარჩება.

ალვინი ,"დილაში" გასული სეზონის სტარტზე გამოჩნდა და ნახევარი სეზონის განმავლობაში იასპარეზა, მან 14 შეხვედრა ჩაატარა, და 4 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მისი კლუბში დაბრუნებით ნათლად დასტურდება.

ალვინ ფორტესმა კარიერა
",ფეინოორდის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, ასევე ,"ვიტესის" ასაკობრივი გუნდის წევრიც გახლდათ, შემდეგ კი იყო თურქულ და ჩეხურ გუნდებში, მას ასევე აქვს კაბო-ვერდეს მოქალაქეობა და ამავე ქვეყნის ნაკრების წევრია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული