"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა

AutoSharing Option
"რუსთავი" "ფეისბუქის" მეშვეობით გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის კლუბიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ლიცენზირების მოთხოვნიდან გამომდინარე, კლუბები ვალდებულნი არიან, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰყავდეთ ისეთი კადრი, რომელიც ფლობს UEFA PRO კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიას.

აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი შაშიაშვილმა გუნდი დატოვა".

"რუსთავის" დირექტორის, ბადრი მაჭავარიანის თქმით კი, ისინი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ბადრი კვარაცხელიას შესთავაზებენ.

alt"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეც ერთი არა პროფესიონალიზმი. მაგდენი თუ არ იცით რა კატეგორიის ლიცენზია ჩირდება რა გინდათ ფეხბურთში სირცხვილია....
Emigranti
21:49 28-01-2019
1
რაღაც მოხდა და გაამხილეთ
Azia
21:22 28-01-2019
1

სიახლეები პოპულარული