24 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.
ზივზივაძეს "ესბერგმა" კონტრაქტი გაუწყვიტა, თავისუფალი აგენტი გახდა და "ტორპედოში" ვარჯიშობს, თუმცა ჯერ მისთვის ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ, რაც ალბათ, ოდენ დროის ამბავია.
გასულ სეზონში ზივზივაძე "ესბერგს" თბილისის "დინამოში" ჰყავდა განათხოვრებული.
ხვალ, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედო" ამხანაგურ მატჩს გამართავს ბათუმის "დინამოსთან", 3 თებერვალს კი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.