ლევან კუტალია: ქუთაისის "ტორპედოში" ყველაფერი მოვიგე, რაც მოსაგები იყო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოდან" თბილისის "დინამოში" ლევან კუტალიას გადაბარგება იმერული კლუბის ქომაგისთვის მტკივნეული გამოდგა.

Sportall.ge ლევანს დაუკავშირდა და მის გადაწყვეტილებაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, როგორ მიდის მომზადების პროცესი და როგორ გაიარე "დინამოში " ადაპტაცია?
- მზადება მშვენიერ გარემოსა და პირობებში გვიწევს. ყველა ფეხბურთელი მობილიზებულია და ბოლომდე იხარჯება, რომ ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდეთ. რაც შეეხება ჩემს ადაპტაციას, ვეჩვევი ახალ გუნდს ნელ-ნელა. ბევრი ახალი ფეხბურთელია და უფრო დავიხვეწებით ამხანაგურ შეხვედრებში, უფრო შევთამაშდებით და მოვემზადებით.

- აუცილებლად უნდა გკითხო დედაქალაქურ კლუბში გადაბარგების შესახებ. რატომ მიიღე ეს
გადაწყვეტილება? ეს იყო კარგი შემოთავაზება? უფრო მეტი პერსპექტივა? თუ ფინანსური პრობლემები ქუთაისში, რომელზედაც ლეგიონერები საუბრობდნენ?

- რამდენჯერმე ვთქვი და ვამბობ, ქუთაისის "ტორპედოში" ყველაფერი მოვიგე, რაც მოსაგები იყო, ვითამაშე ევროპა ლიგის პლეი-ოფში. მანდ გატარებული დრო კარგად დამამახსოვრდება. დრო იყო ახალი კლუბის ახალი გამოწვევების და გამოჩნდა "დინამო". მსურს, "დინამოსთან " ერთად წარმატებას მივაღწიო.

- საქართველოში ცნობილია "დინამოსა" და " ტორპედოს" დაპირისპირების შესახებ. რას ფიქრობ, როგორ მიგიღებენ თბილისელი ფანები?
- საქართველოში ყველაზე დიდი თამაში "ქართული კლასიკოა", სანახაობრივადაც და დაძაბულობითაც. მე ბევრჯერ მითამაშია, ატმოსფეროც განსაკუთრებულია. ფანებს ვპირდები, რომ ყოველ მატჩში ბოლომდე დავიხარჯები და გუნდს დავეხმარები წარმატების მიღწევაში.

- წინა წელს ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშე. ფიქრობ, რომ ამ ფორმაციის "დინამოს" იმავეს გამეორება შეუძლია?
- ყველაფერი შეიძლება, მთავარია, გუნდი შეთამაშდეს, მაქსიმალურად დაიხარჯოს და იყოს კონცენტრირებული, რომ ეს შეუძლია. ევროპა ლიგა გველოდება ზაფხულში. ჩვენ ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი საფეხური გავიაროთ...

- თითქმის ყოველწლიურად იცვლი კლუბს. რა იწვევს ამას, ხასიათი თუ კლუბების არამდგრადობა? და ფიქრობ თუ არა, რომ "დინამოში" დიდი ხნით გაჩერდები?
- "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მინდა ამ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. მინდა, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

altლევან კუტალიას თბილისის "დინამომ" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო ეხლა დინამოსთან ერთად ევროპა ლიგას მოიგებ და ლიგა დაგრჩება მოსაგები:)
დავით
17:09 08-02-2019
0
ზვეზდა ხარ შენ,მეტი შეგიძლია რა თქმა უნდა :D
ლაშა
12:50 08-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული