ბუდუ ზივზივაძე: გვსიამოვნებს ის თამაში, რასაც კახა ჩხეტიანის ხელში ვთამაშობთ

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ტორპედომ", "რადი", "აკადემია პანდევი" და მინსკის "დინამოს" დაამარცხა, მანამდე კი ბათუმის "დინამოს" სძლია.  ქუთაისელთა ახალწვეულმა ბუდუ ზივზივაძემ კი ჩატარებულ 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

მან განვლილი მატჩების და გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

"მე ვფიქრობ რომ ნაყოფიერად მიმდინარეობს ჩვენი თურქული შეკრება, 1 კვირა გავიდა და ბიჭები უკვე ძალიან მეგობრულად ვართ, ვინც დაგვხვდა და ვინც მოვედით - ძალიან შევეწყვეთ, როგორც მოედნის გარეთ, ასევე მინდორზე.

ეს შედეგზეც ა
ისახა. ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და თითოეულ ვარჯიშზე ერთმანეთთან ვურთიერთობთ, კომბინაციებს ვალაგებთ. გვსიამოვნებს ის თამაში, რასაც კახა ჩხეტიანის ხელში ვთამაშობთ. ჩემს ადაპტაციას რაც შეეხება, ვიტყვი, რომ გუნდს ძალიან კარგად შევეწყვე. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად სხვადასხვა დროს მომიწია თამაში. სეზონის წინ 4 თამაშში 5 გოლი გავიტანე და ეს სასიხარულოა. შევეცდები გუნდისთვის შედეგიანი ვიყო." - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

ქუთაისის "ტორპედო" 13 თებერვალს კი ლვოვის "კარპატის" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული