მათე ცინცაძე: "საბურთალოსთან" ჩვენმა გეგმამ გაამართლა

AutoSharing Option
©facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

24 თებერვალს გორში "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონ "საბურთალოს" სძლია და სუპერთასს დაეუფლა, რამდენიმე დღეში კი 2019 წლის ეროვნული ლიგა აიღებს სტარტს.

Sportall.ge ქუთაისელთა ერთ-ერთ ლიდერს და 2018 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველ მათე ცინცაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

- მათე, გილოცავ სუპერთასის მოგებას. როგორ შეაფასებ "საბურთალოსთან" თამაშს?

- მადლობა. ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა და ეს ბიჭებმაც და სამწვრთნელო შტაბმაც კარგად გავაანალიზეთ. "საბურთალოს" ის ფეხბურთი დავუპირისპირეთ, რაც ჩვენი აზრით, ფინალში შედეგის მისაღწევად სწორი იქნებოდა და ჩვენმა გეგმამ გაამართლა.

-
"ტორპედოს" საქართველოს ფარგლებში უკვე 25-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. რა გახდა ამის მთავარი მიზეზი?

- ჩემი აზრით, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქუთაისის "ტორპედო" ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა მოთამაშეს სიამოვნებს ერთად ყოფნა და ფეხბურთის თამაში. ამას ასეთი შედეგიც მოაქვს.

- ახალწვეულებს როგორ შეაფასებ? გუნდში რამდენიმე ახალი მოთამაშეა...
- ყველა ახალწვეული გუნდს ძალიან კარგად შეეწყო. რა თქმა უნდა, ძალიან გასახარია, რომ "ტორპედო" ძლიერდება. გუნდში ჯანსაღ კონკურენციას არაფერი სჯობს.

- "ტორპედო" გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირით, ბუდუ ზივზივაძით გაძლიერდა. მის შესახებ რას იტყვი?
- ბუდუ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. გუნდს მშვენივრად შეეწყო. ერთი სიამოვნებაა, როდესაც გუნდში ორი უმაღლესი დონის ფორვარდი გყავს. თორნიკე კაპანაძეს და ბუდუ ზივზივაძეს ვგულისხმობ.

- დაბოლოს, რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი ახალ სეზონში?
- რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ყველა ტიტულისთვის ბრძოლა იქნება.

altსაქართველოს სუპერთასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოგება არ ვიცი მაგრამ ჯგუფურზე გასვლა შეუძლია რა იგივე ტიტული იქნება
ურუშაძე
18:57 27-02-2019
1
ყველა ტიტულში ალბათ ევროპა ლიგის მოგებასაც გულისხმობს
6

სიახლეები პოპულარული