უკრაინელი ლეგიონერი "დილასგან" 2,5 თვის ხელფასის გადახდასა და გათავისუფლების ფურცელს ითხოვს

AutoSharing Option
გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი, უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში სამხრეთ კორეის მეორე ლიგის წარმომადგენელ "ანიანში" გადავიდა, აცხადებს, რომ "დილა", გამოსასყიდის მიღების მიუხედავად, მას გათავისუფლების ფურცელს არ აძლევს. ამის შესახებ კოვტალიუკმა "პირველ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, "დილას" ადმინისტრაცია მისთვის 2,5 თვის ხელფასის გადახდას არიდებს თავს და ფინანსურ პრეტენზიებზე უარის თქმას ითხოვს, ამის ბერკეტად კი გათავისუფლების ფურცელს იყენებს.
"კლუბი ითხოვს ჩემგან ხელწერილს, რომ მათთან ფინანსური პრეტენზიები არ მაქვს. ამაზე კი უარი ვუთხარი. "დილას" ბოლო 2,5 თვის ხელფასი არ ჩაურიცხავს. როდესაც
თანხის გასტუმრება მოვითხოვე, მითხრეს, რომ მე დასჯილი ვყოფილვარ და ამის გამო ფული იქით უნდა გადავიხადო, მანამდე კი გათავისუფლების ფურცელს არ მომცემენ. მას შემდეგ საინტერესო ამბები მოხდა - ყველა მათგანმა, ვისაც კლუბში ეს საკითხი ეხება, ტელეფონზე დამბლოკა და ვერავის ველაპარაკები. გათავისუფლების ფურცელს ვინ ჩივის, პასუხს არ მცემენ, რატომ დამსაჯეს და ფული რატომ უნდა გადავიხადო, როდესაც კორეელებმა ჩემში თანხა ისედაც გადაიხადეს", - აცხადებს კოვტალიუკი.

შეგახსენებთ, რომ კოვტალიუკს საქართველოში ფოთის "კოლხეთში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში" უთამაშია. გასულ სეზონში კოვტალიუკმა 21 გოლის გატანა შეძლო და ჩემპიონატის ბომბარდირებს - გიორგი გაბედავასა და ბუდუ ზივზივაძეს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა.

წყარო: 1tv.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული