16 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში "რუსთავისა" და "ჩიხურას" მატჩი 1:1 დასრულდა.
დებიუტში მასპინძლები ჩოგაძემ დააწინაურა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სარდალიშვილმა ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დასასრულს "რუსთავმა" მწვავედ შეუტია, სამი კარგი მომენტიც ჰქონდათ, ერთხელ თავისი გუნდი მეკარე ჰამზიჩმა გადაარჩინა, ხოლო ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა. 90-ე წუთზე კი "ჩიხურას" შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გადააცილა.
რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 თემურ ჩოგაძე (6), 1:1 მიშიკო სარდალიშვილი (45+2)
რუსთავი (4-3-3): გიორგი მამარდაშვილი,
ცოტნე კაპანაძე, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ), თემურ ჩოგაძე (ლაშა ქოჩლაძე 53), ბექა ქავთარაძე (პაატა კიტეიშვილი 87), ზაზა ციცქიშვილი, ლუკა იმნაძე (სოსლან ტაკულოვი 53), ნიკოლაი ყიფიანი
მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 13), დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (ბიძინა მახარობლიძე 71), თორნიკე მუმლაძე (გიორგი ფანცულაია 64)
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე