ეროვნული ლიგა. IV ტური: ბათუმის "დინამომ" "დილას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "დილას".

თამაშზე ზეგავლენა ძლიერი წვიმის შედეგად დამძიმებულმა გაზონმა მოახდინა. პირველ ტაიმში "დილას" ჰქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ალავიძე, შესვენების შემდეგ კი საბანაძემ გაუტანა გოლი გუგეშაშვილს.

დარჩენილ დროში "დილამ" ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა და დამარცხდა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დილა 1:0
გოლი: ნიკოლოზ საბანაძე (47)
გაძევება: ნონიკაშვილი (90+3)

დინამო (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი, რატი ცაცკრიალაშვილი (ვალერიან თევდორაძე 78), გიული
მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 59), გაბრიელ რამოსი (გიორგი ილურიძე 86), ნიკოლოზ საბანაძე

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი (ლევან ნონიკაშვილი 61), ლუკა რაზმაძე (კ), გიორგი კუცია (ისიფუ ლემპტი 80), ფელიპე პაიმი (ალვინ ფორტესი 69), ნუგზარ სპანდერაშვილი, ჯეიკობ ნჯოკუ

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული