ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923
ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი ქავთარაძე მოედანს 2 თვეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ ბათუმის "დინამოს" Facebook-გვერდი იუწყება.
"მალე გამოჯანმრთელებას და ჩვენს გუნდში წარმატებული კარიერის გაგრძელებას ვუსურვებთ ქავთარას", - ვკითხულობთ ბათუმელთა გვერდზე.
30 წლის მოთამაშე სარეაბილიტაციო კურსს გადის. მან 2018 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
30 წლის მოთამაშე სარეაბილიტაციო კურსს გადის. მან 2018 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.