3 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "ტორპედო" თბილისის "დინამოს" სამტრედიაში შეხვდება. ამ მატჩის წინ კომენტარი "ტორპედოს" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
"ქართული კლასიკო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. თბილისის "დინამოსთან" თამაშს დიდი მოლოდინით ვხვდებით, სერიოზულად ვემზადებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდეს.
რაც შეეხება გულშემატკივარს, ვფიქრობ, სამტრედიაში სტადიონზე ბევრი ხალხი მოვა, ადგილობრივებიც და ჩვენი ქომაგები ქუთაისიდანაც ჩამოვლენ. მათი როლი ძალიან დიდი იქნება.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან ორმაგად მოტივირებული ხარ, რათა კარგად წარმოაჩინო შენი თავი. მოუთმენლად ველი ხვალინდელ
შეხვედრას", - განუცხადა ზივზივაძემ კლუბის საიტს.
"ტორპედოსა" და "დინამოს" მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.