გია ჭიაბრიშვილი "დილაზე": თამაშიდან გამომდინარე, შესაძლო იყო, მატჩი ვერ მოგვეგო

AutoSharing Option
ფოტო: Fcsaburtalo.ge

3 აპრილს, გორის "დილას" დამარცხების (2:1) შემდეგ, "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩის შესახებ კომენტარი კლუბის ვებგვერდთან გააკეთა.

"ეროვნულ ლიგაში იოლი მატჩი არავისთან გველის, ყველა მოწინააღმდეგესთან ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. გორის "დილასთან" რთული შეხვედრა გამოდგა. მეტოქე ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. თამაშიდან გამომდინარე, შესაძლო იყო, მატჩი ვერ მოგვეგო, მაგრამ კარგია, რომ სამი ქულა ავიღეთ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა.

"საბურთალო" ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონს ერთპიროვნულად, 15 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს - ქუთაისის "ტორპედოს", ბათუმის "დინამოს" და
თბილისის "დინამოს" 5 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული