ეროვნული ლიგა. VII ტური: ბრაზილიელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" "დილასთან" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში "ტორპედომ" გასვლაზე "დილას" 2:0 მოუგო.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლი არ გასულა. შესვენების შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ალვინ ფორტესმა და მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, "ტორპედო" კი ინიციატივას დაეუფლა და ლუკამ ანგარიში გახსნა. 63-ე წუთზე მეორე გოლის გატანა ქავთარაძეს მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი კარს.

დარჩენილ დროში თამაში კიდევ უფრო დაიძაბა: 78-ე წუთზე თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულ პაიმს შეეძლო, თუმცა მას გოლის გატანა კვასხვაძემ არ დაანება. საპასუხო იერიშისას
ზივზივაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა.

88-ე წუთზე ლუკამ თერთმეტმეტრიანი მოინადირა, გოლი თავადვე გაიტანა და "ტორპედომ" გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ლუკას აქამდე საქართველოს ჩემპიონატზე გოლი არ ჰქონდა გატანილი. მან შეხვედრის დასასრულს ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 რიჩარდ ლუკა (55), 0:2 რიჩარდ ლუკა (88, პენ)
გაძევება: ალვინ ფორტესი (52)

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გოდერძი მაჩაიძე, ერიკს სანტოსი, ამოს ნონდი (ფელიპე პაიმი 67), ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია (ნიკა გაგნიძე 71), ლევან ნონიკაშვილი (კ), ნუგზარ სპანდერაშვილი, გურამ გოშთელიანი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

ტორპედო (4-4-2): როინ კვასხვაძე (კ), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე (გრიგოლ დოლიძე 76), გიორგი ქიმაძე, რიჩარდ ლუკა (ანრი ჭიჭინაძე 90), თორნიკე კაპანაძე (თენგიზ წიქარიძე 62), ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული