ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი გადააყენეს.
მის ნაცვლად გუნდი ლევან კორღალიძეს ჩააბარეს, რომელიც "ლოკოში" 2018 წლის ზაფხულიდან მუშაობს. ის ჭაღიაშვილის თანაშემწე იყო და პარალელურად, 15-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა.
"ლოკომოტივი" 7 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-8 ადგილზეა და 12 აპრილს "სიონს" უმასპინძლებს.
39 წლის კორღალიძე ქართულ, ლატვიურ და მოლდოვურ გუნდებში თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.
"ლოკომოტივმა" თავის საიტზე კორღალიძეს წარმატებები უსურვა.